„ლაციოს” ულტრასებმა გამოაცხადეს, რომ „სტადიო ოლიმპიკოს” საკრალურ ადგილებზე ქალებს დასხდომა ეკრძალებათ. მათ „ნაპოლისთან” პირველი ტურის შეხვედრის წინ ასეთი შინაარსის განცხადება გამოაკრეს: „ქალები, ცოლები და მეგობარი გოგოები „კურვა ნორდის” პირველ ათ რიგში არ დაიშვებიან”.
„ლაციომ” „ნაპოლისთან” 1:2 წააგო. ფლაერზე კი ეწერა: „კურვა ნორდი ჩვენთვის წმინდა ადგილია. ეს ის გარემოა, სადაც ყველამ უნდა დაიცვას ქცევის საგანგებო კოდექსი. პირველი რამდენიმე რიგი როგორც ყოველთვის სანგარია, ხოლო სანგრებში ქალებს, ცოლებსა და მეგობარ გოგოებს არ ვუშვებთ. ამიტომ, მათ 10 რიგის მაღლა ვეპატიჟებით”.
ულტრასების ასეთმა განცხადებამ, ბუნებრივია, „ლაციოს” ოფიციალური წარმომადგენლების საპირისპირო განხადება გამოიწვია. პრეს-ატაშემ არტურო დიაკონალემ განაცხადა, რომ ეს კლუბის პოზიცია არ არის და ვერც იქნება, რადგან „ლაციო” დისკრიმინაციის წინააღმდეგია. მეტიც, დიაკონალემ თქვა, რომ ამ პოზიციას „ბიანკოჩელესტის” გულშემატკივართა უმეტესობა არ იზიარებს.
ცნობილია, რომ „ლაციოს” ულტრასები პოლიტიკურად მემარჯვენე, რასისტი და მოძალადე ხალხია.
გასულ სეზონში მათ გამო კლუბი 50 000 ევროთი დაჯარიმდა. მიზეზი: მათ ჰოლოკოსტის მსხვერპლს, ცნობილ ანე ფრანკს სურათზე „რომას” მაისური ჩააცვეს და ანტისემიტური ლოზუნგები მიაწერეს. ფერადკანიანი ფეხბურთელების რასისტულად შეურაცხყოფასა და ფაშისტურ სალამზე ხომ აღარაფერს ვამბობთ.
1998 წელს „ლაციოს” ფანებმა „რომას” ფანებს ბანერი გამოუფინეს: „აუშვიტცი (იგივე ოსვენციმი) თქვენი სამშობლოა, ღუმელები კი სახლები”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
