„სანი” წერს, რომ სასაცილო შეცდომა რომლის გამოც გაზეთი სხვებს კენწლავდა ინგლისის ნაკრებსაც მოუვიდა. როდესაც ხორვატებმა, კერძოდ კი მარიო მანჯუკიჩმა მეორე გოლი გაიტანეს და საზეიმოდ მოედანს გარეთ გავიდნენ, ერთ-ერთმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ეს შეამჩნია და იფიქრა, სანამ უკან დაბრუნებულან გოლს შევაგდებთ და ჩაგვეთვლებაო. ეს ამბავი ტელეკომპანიათა კამერებს გამორჩათ, მაგრამ მავანის სმარტფონს არ გამოჰპარვია და ინტერნეტ სივრცესაც მოედო.
მანჯუკიჩის გოლის შემდეგ, სანამ ხორვატები ხარობდნენ, სამმა ინგლისელმა სწრაფად გაათამაშა ბურთი და დაცვის გარეშე დარჩენილ მეკარე დანიელ სუბაშიჩს შეუტია. ამ საქმიდან რასაკვირველია არაფერი გამოვიდა. როგორც კი მსაჯმა ინგლისელთა განზრახვა შეამჩნია, შეაჩერა ისინი და აუხსნა, რომ სისულელეს სჩადიოდნენ.
საინტერესოა, რომ სანამ მეტოქე ზეიმობს მეტოქის კარში გოლის შეგდების თემა მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში საკმაოდ აქტუალური გახლდათ. მრავალი ახსნის მიუხედავად ფეხბურთელებმა ვერა და ვერ გაიგეს, რომ ასე გატანილ გოლს არავინ ჩათვლის.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
სიახლეები17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
სიახლეები09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
