Breaking News

Month: April 2018

კაციც შენ ყოფილხარ!

თურქეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის კლუბ დენიზლისფორის მავან ქომაგს ერთი წლით სტადიონზე შესვლა აუკრძალეს. რაოდენი უნდა იყოს ზრდასრული მამაკაცის სიყვარული მშობლიური ქალაქის და გუნდის მიმართ, რომ ასეთი გენიალური გამოსავალი მოიფიქრა – მაღლივი ამწე იქირავა, მის „აკვანში“ ჩასკუპდა, გუნდის დროშა გამოფინა და მშვენივრადაც ადევნა მატჩს თვალი. არადა, კანონიც რომ არ დაარღვია, რა გინდა უთხრა?! ეგ არის მხოლოდ,…

Read more

ოლიმპიელთა ჭიდილს ცირეკიძე შესწირეს

ნებითა შენითა, სანამ ბრძანებითა ჩვენითაო… ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. მასთან ერთად სამსახურს მთელი სამწვრთნელო შტაბი დატოვებს. ასეთ შეთანხმებამდე მივიდნენ ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. რა იყო ეს? ორიდან თუნდაც ერთი სკამის გადარჩენის მიზნით ცირეკიძის შეწირვა? დრო გვიჩვენებს. ასე იოლად აგორებული ტალღა არ გადაივლის. ტალღა კი…

Read more

წაგების ხიბლი კარდიფის ნაბახუსევზე

ტურინში ჩასულს, ამინდიც ისეთივე არაპროგნოზირებადი და ცვალებადი დამხვდა, როგორიც თავად ,,ბებერი ქალბატონია“. წვიმა, მზე, წვიმა, მზე… ყვითელი ველოსიპედები. ისტორია, ინდუსტრია, კულტურა, არქიტექტურა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანია. ყველაზე დიდი ღისრშესანიშნაობა და ტაძარი ჩემთვის „იუვენტუსის“ სტადიონია. ტრანსპორტზე უარს ვამბობ. სასტუმროდან საათის გზაა. სტადიონზე რამდენიმე საათით ადრე მივედი. მთელი დღე კარდიფის ფინალზე ვფიქრობ (რეალი-იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგის…

Read more

მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა! ბარსა ჩემპიონია!

ლეო მესის ჰეთ-თრიქმა „ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონის ოცდამეხუთე ტიტული მოუტანა. ლა კორუნიაში, „რიასორზე”, ანგარიში ფილიპე კოუტინიუმ გახსნა, შემდეგ მესიმ სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა — 2:0, მაგრამ „დეპორტივომ” პერესის და კოლაკის გოლებით „ბლაუგრანას” უპირატესობა გაქვითა. და როდესაც თამაში დასასრულისკენ მიდიოდა, არგენტინელმა ვარსკვლავმა 8 წუთში გატანილი ორი გოლით როგორც შეხვედრას, ასევე ჩემპიონატს წერტილი დაუსვა — „ბარსელონას” „ატლეტიკოზე” 9 ქულით მეტი…

Read more

იღბალი, სამართლიანი შედეგი და 70 წუთი

ჟოზე მოურინიუმ აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „არსენალს” იღბლის წყალობით მოუგო. „ოლდ ტრეფორდზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ლონდონელებს გამარჯვების გოლი მსაჯის წამატებულ წუთებში გაუტანეს — 2:1. იყო დრო, როდესაც „იუნაიტედის” ასეთ მოგებას „ფეგრი თაიმში” გამარჯვებას ეძახდნენ, რადგან „იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში „წითელ ეშმაკებს” უკანასკნელ წამებზე ბევრი შეხვედრა მოუგიათ. „ფერგი თაიმში” გატანილმა გოლმა ამჯერად სიმბოლური…

Read more

პრემიერლიგის ბუმბერაზები

სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ პრემიერლიგა დიდ შეჯიბრებად მისი და არსენ ვენგერის დაპირისპირებამ ჩამოაყალიბა. „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „არსენალის” შეხვედრის წინ „იუნაიტედის” ლიგენდარულმა მწვრთნელმა ყოფილ მოწინააღმდეგეს ღირსეული პატივი მიაგო და საჩუქარი გადასცა. 76 წლის ფერგიუსონმა თქვა: „ჩვენი ქიშპი შეჯიბრების ჰაილაითი იტო. „იუნაიტედი” „არსენალის” წინააღმდეგ დიდი თამაში გახლდათ. სწორედ მან შექმნა პრემიერლიგა. როდესაც არსენი „არსენალში”…

Read more

გაუმაძღარი ნადალი

რა არ შეარქვეს ამ კაცს: “გენიოსი”, “მკვლელი”, “ფენომენი”, “ვამპირი”… მთავარი ისაა, გენიალური როჯერ ფედერერისა და სიპერნოვაკ ჯოკოვიჩის ეპოქაში მოჩოგნავე რაფაელ ნადალი დღემდე ახერხებს ხალ-ახალი რეკორდების დამყარებას. აგერ, დღეს ბერძენ ციციპასს 6:2, 6:1 ჩაუტარა გაკვეთილი და ბარსელონას ტურნირი კარიერაში მეთერთმეტედ (!!!) მოიგო. სხვა ჩოგბურთელს არასოდეს მოუგია ამდენჯერ ერთი ტურნირი. მაგას ვინ ჩივის – კარიერაში სულ 11…

Read more

FINIESTA

ანდრეს ინიესტა კენტი კურცხალით დაემშვიდობა „ბარსას“. იმ ერთმა ცრემლმა ბიჭობა და კაცობა, მოგება და წაგება, ტიტულები, იმედგაცრუებები და ის ლეგენდა ბიჭებიც დაიტია, მასთან ერთად ჯერ კიდევ სარეკლამო ბიზნესზე სულარმიყიდული „ბარსელონას“ მაისურით რომ გადიოდნენ მოედანზე. ინიესტა ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებდა, ასეთი თავმდაბალი რომ არ ყოფილიყოო… ასე გუნდური მოთამაშე რომ არ ყოფილიყოო… თანამედროვე ფეხბურთის უკანასკნელი ჯენტლმენი რომ…

Read more

რომაული ჯეკ-პოტი

შენ წარმატება თქვი და ფული თუნდაც ყატარიდან მოვა – ასე ჟღერს სულ ცინცხალი ანდაზა. „რომას“ პრეზიდენტმა ჯოზეფ პალოტამ ხელი მოაწერა კონტრაქტს QATAR airways-თან და მომავალი სამი სეზონის განმავლობაში გუნდი ამ ავიაკომპანიის ლოგოთი იასპარეზებს. ახალი მაისურებით „რომა“ უკვე „ლივერპულის“ საპასუხო შეხვედრისას იბურთავებს. ფონანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ სავარაუდოდ, წლიურ 15-18 მილიონ ევროზეა საუბარი. აქამდე სონიორ პალოტას…

Read more

კავაზაშვილი: სალაჰი რუსეთს გულისრევამდე მიიყვანს

დღეს პირზე ყველას მუჰამედ სალაჰი აწერია. პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე აღიარებული ეგვიპტელი, ბუნებრივია, ოქროს ბურთზეც ოცნებობს, თუმცა საამისოდ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით უნდა იასპარეზოს. მესისგან განსხვავებით, მას ჩემპიონობას არავინ სთხოვს, მაგრამ ქვეჯგუფში… ჰოდა, ეგვიპტელთა მეტოქე რუსეთის ნაკრების ბანაკში პანიკაა. როგორ შეაჩერონ სალაჰი? ჟურნალისტებმა აზრი სსრკ-ის ორგზის საუკეთესო მეკარე ანზორ კავაზაშვილს სთხოვეს. მანაც ალალად უპასუხა: „ერთი ვარიანტია…

Read more

ვაი ვაი ტურე

— შენ, ბიძია, ოჯახი არ გყავს? — რა გააჭირეთ საქმე. ოჯახიც ჰყავს, ცოლიც ჰყავს და ბავშვების მთელი ინკუბატორი. ვერ გეტყვით სად არიან რიტმ ენდ ბლუზის მომღერლის ტანიკა ბეილის ჯანიანი მამა და უფროსი ძმები, ანკი ჰყავს თუ არა ასეთები საერთოდ, მაგრამ სადაც გინდა იყვნენ იქ, ინგლისში სხვა ურთიერთობებია. აი, იაია ტურეს კი ნამდვილად ჰყავს ცოლი და…

Read more

სალაჰი მდიდრდება

მოჰამედ სალაჰს „ლივერპული” ხელფასს გაუორმაგებს. თავდამსხმელს, რომელსაც მიმდინარე სეზონში 43 გოლი აქვს გატანილი, მერსისაიდული კლუბის შეფებმა კვირაში 185 ათასი გირვანქა შესთავაზეს. ეს 210 ათასი ევროა. ასე ცდილობენ ლივერპულელები 25 წლის ეგვიპტელის შენარჩუნებას, თორემ ბოლოხანს „რეალის” ინტერესზე დაიწყეს ლაპარაკი. „წითლებს” კი ესპანელებისგან მხოლოდ ცუდი ახსოვთ: „ბარსელონამ” მისგან ჯერ ლუის სუარესი გადაიბირა, მერე კი ფილიპე კოუტინიუ. იბერიელთა…

Read more

დინამო საბურთალოს გვერდში ამოუდგა

თბილისის „დინამომ“ შინ ფოთის „კოლხეთი“ დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და პირველად გალიდერდა ახალ სეზონში. მანამდე, ექვსი ტურის განმავლობაში, სატურნირო ცხრილს „საბურთალო“ ედგა სათავეში. თუმცა, უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, რომ მერვე ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობაა. „დინამოს“ და „საბურთალოს“ ყველა მონაცემი თანაბარი აქვთ, ეგ არის, დინამოელებს ჯამში ორი ბურთით მეტი გაუტანიათ. დინამოელთაგან დუბლით  კაპიტანი  კიტეიშვილი გამოირჩა….

Read more

საქართველოს შვიდი სირცხვილი

შვიდი იმიტომ, რომ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი შვიდ წონით კატეგორიაში გაიმართა. ათი არა იმიტომ, რომ კატასტროფული შედეგი არამც და არამც არ არის პერსონალურად რომელიმე ძიუდოისტის ბრალი. არადა, თელ-ავივში საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით ჩავიდა… არადა, ამ ტურნირისთვის მზადების საბაბით, ჩვენმა პირველმა ნომრებმა თბილისის გრან-პრი გამოტოვეს… არადა, ჩვენი გუნდის წევრების ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ოქროები მთელ კონტინენტს ეყოფოდა… რა…

Read more

გამოურთეთ ჩოლოს ტელეფონები

დიეგო სიმეონე ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრის დროს თავის ფეხბურთელებს ვერ დაუკავშირდება — ასეთია უეფას ვერდიქტი. ლაპარაკია ევროლიგის საპასუხო ნახევარფინალურ თამაშზე, რომელიც მომდევნო კვირაში მადრიდში გაიმართება. მიზეზი გეხსომებათ, პირველი მატჩის მე-12 წუთზე ფიცხმა არგენტინელმა თავი ვერ მოთოკა და ფრანგმა მსაჯმა კლემენტ ტურპენმა ის მოედნის კიდიდან გააძევა. პრემიერლიგის წესებისგან განსხვავებით, უეფას კანონთა თანახმად დისკვალიფიცირებულ მწვრთნელს სტადიონის ტერიტორიაზე მოთამაშეებთან…

Read more

ეს ჟესტი უზრდელურია?

ფრანკ რიბერის უთხრეს გოლი ასე აღარ აღნიშნო, უზრდელობააო. ეს ამბავი „ბილდისგან” ვიცით. გერმანულმა გამოცემამ გაიგო, რომ „ბაიერნის” შეფებს ფრანგისთვის განუმარტავთ, რომ ჟესტი, რომელიც ერთ ქვეყანაში კარგ რამეს ნიშნავს, მეორეში შეიძლება ცუდს ნიშნავდეს. ის, რასაც 35 წლის ვეტერანი გოლის შემდეგ თითებით აკეთებდა, გერმანიასა და ინგლისში თურმე OK ყოფილა, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში კი სხეულის უკანა…

Read more

ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ

არსენ ვენგერი ჟოზე მოურინიუს სთხოვს ბოლო შეხვედრისას მაინც არ „ურქინოს”. თუმცა, იქნება კი ეს ამ ორი დიდი მწვრთნელის ბოლო დაპირისპირება? „მანჩესტერ იუნაიტედი” „არსენალს” კვირას, საქართველოს დროით 19 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობს. ვენგერმა „განსაკუთრებულს” მას-მედიით მიმართა: „ნუ მკრავ ხელს ჩვენს ბოლო დაპირისპირებაში. მშვიდობიანად მინდა წავიდე” შემდეგ ფრანგმა დასძინა:„მოურინიუ დიდი მწვრთნელია. მინდა მას და ყველა სხვას კეთილად…

Read more

წავიდა, ჰე!

ოფიციალურად დადასტურდა: სეზონის ბოლოს უნაი ემერი „პარი სენ ჟერმენიდან” მიდის! ეს მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ახლა ფაქტია. პარიზელთა მიმავალმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისა და სპორტულ დირექტორ ანტერო ენრიკეს ვესაუბრე და დავეთანხმე, რომ ჩემთვის პარიზში მუშაობის გაგრძელება აღარ ღირს”. ემერის კონტრაქტს ვადა ივნისში გაუდის. აშკარაა, რომ 46 წლის ბასკმა…

Read more

ეს რა ჭირი გვჭირს?

თელ-ავივში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება. ტატამზე ყველაზე მაღალი სამი წონითი კატეგორიის ფალავნები გავლენ. მათ შორის ჩვენი გუნდის კაპიტანი და 100 კილოგრამამდე კატეგორიის რეიტინგლიდერი ვარლამ ლიპარტელიანიც იქნება. ჯამში ტატამზე ხუთ ქართველს ველით და იმედია… ხვალიდან რატომ დავიწყეთ? ალბათ იმიტომ, რომ გუშინდელის არ იყოს, დღესაც უსახელო და უშედეგო აღმოჩნდა ჩვენებურთა გამოსვლა. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა…

Read more

მიდის!

ანდრეს ინიესტა ზაფხულში „ბარსელონადან” მიდის! ეს უკვე ნაღდია, დიდმა ვარსკვლავმა თავად დაადასტურა. შემდეგი ნაბიჯი მისი ჩინეთის სუპერლიგაში გადასვლა იქნება. ესპანეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, 33 წლის მსოფლიოს ჩემპიონის გული ჩინელებმა, უპირველეს ყოვლისა, მის ვენახებში დაწურული 2 მილიონი ბოთლი ღვინის შესყიდვით მოინადირეს. ინიესტამ განაცხადა: „ეს ჩემი ბოლო სეზონია „ბარსელონაში”. დიდხანს ვფიქრობდი სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ჩემთვის „ბარსა” მსოფლიოს…

Read more

ევროპის ნასუფრალი

არასოდეს მიყვარდა ევროპის ლიგის გათამაშება. ასეთივე დამოკიდებულება მქონდა უეფას თასის მიმართაც. ახლა არ მკითხოთ, „დინამომ“ რომ მოიგო, ის თასების მფლობელთა თასიო?! თასების თასზე თასის მომგებები მაინც თამაშობდნენ და უეფას თასზე? წარმატებულები, მაგრები, მაგრამ არა პირველები… როცა ეს სტრიქონები იწერება, პირველი ნახევარფინალები ევროპის ლიგაში ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მონაწილენი თავად აღიარებენ, რომ ამ ტურნირის მოგება პირველ…

Read more

ლუის ენრიკეს რევოლუცია

200 მილიონი ინგლისური გირვანქა 230 მილიონი ევროა და სწორედ ეს თანხა უნდა ლუის ენრიკეს „არსენალის” გადასაკეთებლად… რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ ის ლონდონელების მწვრთნელი გახდება. ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც გავიმეორებთ, რომ „მეთოფეთა” თავკაცი არსენ ვენგერი კლუბში 22 წლიან ეპოქას ამთავრებს, ხოლო მის სავარაუდო შემცვლელთა შორის ფავორიტი ლუის ენრიკეა. როგორც „სანმა” შეიტყო, „ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი „არსენალის” შემადგენლობის…

Read more

მოურინიუს სალაჰის გაყიდვას აბრალებენ

საოცარია… ჟოზე მოურინიუს მოჰამედ სალაჰიც „ჩელსიში“ ჰყავდა და კევინ დე ბრუინიც. ორივე გაყიდა. არადა, გავიდა რამდენიმე წელიწადი და ისინი ინგლისის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ — წლევანდელი გამოკითხვის თანახმად ეგვიპტელი პირველია, ხოლო ბელგიელი მეორე. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს შეშლოდა? მოურინიუ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნის და ამბობს, რომ სალაჰი მას არ გაუყიდია, ის „ჩელსის”…

Read more

ისრაელში რუსებმა ჩვენები სამჯერ დააგდეს

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თელ-ავივში დაწყებულმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა საქართველოს ნაკრებისთვის „მშრალად“ ჩაიარა. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანს მცირე უპირატესობა ჰქონდა – პირველ წრეში ისვენებდა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანელი შირინლის დამმარცხებელმა მძლეველმა რუსმა მუდრანოვმა ლუხუმს შანსი არ მისცა და ტურნირს მიღმა დატოვა. გაცილებით კარგად დაიწყო იმავე წონაში გამოსვლა ამირან პაპინაშვილმა, რომელმაც ბულგარელი ალიპიევის და უნგრელი საბოს…

Read more

ჰიტლერის ინსტინქტით

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურმა მატჩებმა ჩრდილში მოაქცია ევროპალიგის დღევანდელი დაპირისპირებები მაგრამ, რასაკვირველია, ინტერესი მაინც დიდია. ფინალამდე აქაც ერთი ნაბიჯი რჩებათ გუნდებს. გამორჩეული წყვილი კი ინგლისურ-ესპანურია. „არსენალი“ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმება „ატლეტიკოს“, რაკიღა, ლონდონელთათვის ფრიად ძვირფასი რამ დევს სასწორზე – ჩემპიონთა ლიგის საგზური, რომელსაც ევროპალიგის გამარჯვებული დაიბევებს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს გუნდები ევროსარბიელზე ერთმანეთს არასდროს გადაყრიან. მეთოფეები საკადრო…

Read more

რატომ ვერ ირეალა ბაიერნმა?

წუხელ, სეზონში პირველად, მიუნხენის “ბაიერნი” საკუთარ “ალიანც არენაზე” დამარცხდა. ეს არ იყო ერთი კონკრეტული გუნდის მარცხი მეორე კონკრეტულ გუნდთან. ეს ხომ ორი საფეხბურთო ფილოსოფიის დაპირისპირება იყო. არადა, მესამე არ არსებობს. რაში მდგომარეობს “ბაიერნის” სიძლიერე? ტაქტიკურ განსწავლულობაში, მოედნის სივრცის იდეალურად ათვისებაში და მეტოქისთვის ბურთზე თავისუფალი კონტროლის შეზღუდვაში. ამ ფეხბურთს ფუნქციონალურად სულ სხვა შემსრულებლები სჭირდება, ორთაბრძოლებში უკან…

Read more

რამოსი: ის რომ ანდრესინიო ყოფილიყო…

„მისი სახელი ანდრესინიო რომ ყოფილიყო, ერთხელ კი არა ორჯერ გახდებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი” — დაიცვა თანამემამულე „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა მიუნხენის „ალიანს არენას” მიქს-ზონაში, როდესაც ანდრეს ინიესტას შესახებ ჰკითხეს. მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს ინიესტა „ბარსელონადან” სავარაუდოდ წავა და ამიტომ მის განვლილ კარიერაზე ახლა განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ. ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა” დიდ ფეხბურთელს ბოდიშიც კი მოუხადა, 2010 წელს…

Read more

ხუთი ათასი ინგლისელი, რომი და ომი

„თაიმზი” იტყობინება, რომ რომში, „რომასა” და „ლივერპულის” საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაზე დასასწრებად, ინგლისიდან 5 ათასი გულშემატკივარი მიემგზავრება, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის დედაქალაქის პოლიციას რთული დღეები ელის. შეხვედრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი უნდა გამოავლინოს, შემდეგ ოთხშაბათს, 2 მაისს ჩატარდება. პირველი თამაში „ლივერპულმა” მოიგო 5:2. რომის პოლიციამ ბევრი რამ უკვე დაგეგმა. კერძოდ, „სტადიო ოლიმპიკოს” ახლომახლო ალკოჰოლი არ…

Read more

ეს უკვე მაიმუნობაა!

„სანი” წერს, რომ „არსენალის” მხრიდან ვენგერის გადადგომის ვერსიის დღეში სამჯერ შეცვლა უკვე ფარსში გადადის. ჩვენებურად რომ ვთქვათ, მაიმუნობაა. „სანისავე” მტკიცებით, კლუბმა ფრანგ მწვრთნელს შეიძლება სულაც აღარ გადაუხადოს საკომპენსაციო 11 მილიონი გირვანქა — ვენგერის განცხადება, რომ ის კლუბთან შეთანხმებით კი არ მიდის, არამედ შეფებმა გააგდეს, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. შემდეგ, გაზეთი ოთხშაბათის ქრონიკას იხსენებს: 12:43 — ევროლიგის…

Read more

ეს უკვე იყო… ველით მადრიდს!

ქვას უფრო გატეხავ, ვიდრე დღევანდელი ფორმაციის მადრიდის „რეალს“.  წარმოუდგენელია! ბოლო სამი წელიწადია, სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე, აგებს „რეალი“, ვერ თამაშობს, მომენტს ვერ ქმნის და არსაიდან გოლი გააქვს, მერე კი მეტოქეს გუდავს, ფსიქოლოგიურად სპობს. ასეთ მახრჩობელა გუნდად ჩამოყალიბდა ზინედინ ზიდანის გაწვრთნილი გუნდი. შევასწოროთ: ასეთად ჩამოყალიბდა ჩემპიონთა ლიგაში, თორემ ლა ლიგაში, იცოცხლეთ, ბევრჯერ წააქციეს. საწყალი „ბაიერნი“….

Read more

გოლთაცვენის მოლოდინი

დღეს დიდი მატჩია. მიუნხენის „ალიანც არენა“ ჩემპიონთა ლიგის „ბაიერნი“- „რეალის“ ნახევარფინალის პირველ შეხვედრას უმასპინძლებს. მიუნხენელთა დამრიგებელ იუპ ჰაინკესს ზუსტად 20 წლის წინ „რეალთან“ ერთად აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, თუმცა მაშინ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი არ აპატიეს და გუნდიდან გაუშვეს. ჰაინკესმა ლიგა ხუთი წლის წინ „ბაიერნთან“ ერთადაც მოიგო და უარს არ იქნება, კარიერის მიწურულს მესამედაც აღმართოს „დიდყურა ვერცხლის…

Read more

პეპ გვარდიოლა: მხოლოდ ბრეშა და მხოლოდ უხელფასოდ

აპრილში პეპ გვარდიოლა შეიქნა პირველი ესპანელი, ვინც მწვრთნელის რანგში ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვა. მანამდე პეპს ესპანეთის და გერმანიის საფეხბურთო მწვერვალებიც ჰქონდა დაპყრობილი. ევროპის ტოპ-5 პირველობიდან მის კოლექციას იტალიური და ფრანგული ოქროები აკლია. ლოგიკურად, თუკი პეპი გარემოს შეცვლას გადაწყვეტს, შემდეგი გაჩერება იტალიური სერია A იქნება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. გვარდიოლამ მშვენივრად იცის, რომ იტალიაში აღმერთებენ. ფეხბურთელის…

Read more

გამარჯვებულები სტადიონიდან მიდიან

ყოველ დიდ მატჩს სდევს ერთი ემოციური სანახაობა, რომელიც გულშემატკივარს მსოფლიოს ყველა კუთხეში უყვარს — სტადიონიდან მიმავალი დამაშვრალი ფეხბურთელებისთვის ხელი დაქნევა. დამშვიდობება. ოვაცია, ტრიბუნებს გარეთ. ეს პროცესი ლივერპულელი ფანებისთვისაც მთელი სიამოვნებაა და ცხადია ფოტორეპორტიორებიც ჩასაფრებულები არიან. „ენფილდზე” „რომასთან” 5:2 გამარჯვების შემდეგ ფანებს ფართე ღიმილით დაემშვიდობა მატჩის გმირი მოჰამედ სალაჰი. ეგვიპტელმა ორი გოლი გაიტანა და ორიც საგოლე…

Read more

ლივერპულელის მდგომარეობა კრიტიკულია

ორი კაცი დაიჭირეს. ისინი იურისტების ენით რომ ვთქვათ მკვლელობის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. დაზარალებულია 53 წლის ლივერპულელი მოქალაქე, რომელიც „დეილი მეილის” ცნობით ქუჩაში ეგდო და სიკვდილს ებრძოდა. ინგლისური გაზეთი წერს, რომ ჩხუბი თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ატყდა, როდესაც რომაელმა ფანებმა, რომლებსაც კლუბის მაისურები არ ეცვათ, „ენფილდთან” ახლოს „ალბერტ პაბს” შეუტიეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ იტალიელი ხულიგნები…

Read more

წითელი ჯოჯოხეთი

შვიდი გოლი, ორი კაცის დუბლი, ერთი კაცის სამი საგოლე პასი, ხარიხები, ჩამკვდარი და ხელახლა გაცოცხლებული იმედი – ყველაფერი ვნახეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, სადაც „ლივერპულმა““„რომა“ დაჩაგრა. 5:2 – ახლა ყველა ფიქრობს, რომაელებმა შედეგიანი სამი ბურთით წააგეს ბარსელონაში, მერე კი შინ შავი დღე აყარესო. ხდება კი სასწაული ორჯერ? ხდება თუ არა, გარკვეული ინტრიგა დარჩა და…

Read more

კურტუა ნაკრების გამყიდველია

ბელგიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა სკანდალური განცხადება გააკეთა: – ნაკრებში მუშაობისას ერთ პრობლემას გადავაწყდი: 18 საათზე გუნდის შემადგენლობას ვასახელებდი და გასახდელში სამატჩო დარიგებებს ვიძლეოდი. ზუსტად 15 წუთში კი ეს ინფორმაცია მედიას და, ბუნებრივია, მეტოქესაც ჰქონდა. როცა მეტოქეს ამგვარი ინფორმაცია არა დადგენილი 1, არამედ 3-4 საათით ადრე აქვს, ასწრებს გუნდის გადაწყობას და შესაბამისი კონტრთამაშის დაპირისპირებას….

Read more

მგლები ენფილდზე

დღეს ლივერპული-რომაა, ლივერპულის „ენფილდ როუდზე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი. არც ერთი ამ გუნდთაგანი მეოთხედფინალურ ეტაპზე ფავორიტად არ ითვლებოდა, მაგრამ ვის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ „ლივერპულმა“ ან „რომამ“ ნახევარფინალი არ დაიმსახურეს. „სიტის“ და „ბარსელონას“ ბრმა გამართლების წყალობით ნამდვილად ვერ დაამარცხებ. დღევანდელმა მეტოქეებმა წინა ეტაპზე შედეგიანობით მოაჯადოვეს ქომაგები, მაგრამ დღეს თავქუდმოგლეჯილი შეტევების მოლოდინი არ უნდა…

Read more

კრიშტიანუზე მთავარი რამოსია

„რეალისა” და „ბაიერნის” დაპირისპირება ყოველთვის სასეიროა. ხვალ ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს გამართავენ. მადრიდელთა და ბავარიელთა მოახლოებული შეხვედრის შესახებ წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი ლაპარაკობს. „მადრიდს უმაღლესი დონის გუნდი ჰყავს, შესაძლოა მსოფლიოში უძლიერესიც კი. ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ორი გამარჯვება სწორედ ამის დასტურია, მაგრამ კლასით არც „ბაიერნი” გახლავთ შორის”, — უთხრა ესპანურ გამოცემა…

Read more

მან იცოდა ფეხბურთი

1999 წელი. თებერვალი. სპორტის სასახლე და მიხეილ მესხის ხსოვნის ტურნირი მინიფეხბურთში. ჟურნალისტები უფრო მეტი, ვიდრე მაყურებელი. ტაშიც და ფეხბურთიც ერთნაირი — აქა-იქ და კანტიკუნტი. ჟურნალისტებს შორის ჯერაც ახალგაზრდა, შავგვრემანი, უკვე სრული კაცი. მშვიდი, მაგრამ ფიქრიანი სახე. მშვიდადვე უცქერს დარბაზის ფეხბურთს და ამ დროს შეკითხვა: — ვოვა, თქვენ თუ თამაშობდით მინის? პასუხი: — კი, როგორ არა….

Read more

პიცა, სინიორ, ჰერ თუ მისტერ კლოპისთვის

„ლივერპულისა” და „რომას” ჩემპიონთალიგური ნახევარფინალის წინ მეტოქეთა მწვრთნელებს რას აღარ ეკითხებიან. ინგლისური გუნდის გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი, მაგალითად, შეჭამეს, მანდედან სხვა გუნდში როდის უნდა გადახვიდეო და დაუზუსტეს კიდეც, სერია A-ში გადაბარგებაზე რა აზრისა ხარო. „მეეჭვება იტალიურ კლუბში ჩემს მუშაობას აზრი ჰქონდეს, რადგან იტალიურად მხოლოდ რესტორანში სპაგეტის შეკვეთა შემიძლია, ეს კი გუნდის გაძღოლისთვის საკმარისი არ უნდა…

Read more

როცა ფული ჯიბეს გიმძიმებს

ამ ცნობაში ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ის არის, რომ „მანჩესტერ სიტიში” მცველს, რომელსაც თავის პოზიციაზე მეოთხე კაცად მიიჩნევენ კვირაში 100 ათასი გირვანქა აქვს ხელფასი. საუბარია ჯონ სტოუნზზე, რომელსაც პეპ გვარდიოლა ამ ზაფხულზე გაყიდვას უპირებს. სტოუნზი 28 მაისს 24 წლის ხდება; „სიტიში” 2016 წლიდან თამაშობს. მას მერე, რაც ზამთარში „ქალაქელებმა” ფრანგი ემერიკ ლაპორტი შეიძინეს, დაცვის ცენტრში…

Read more

მადლობა ნაპოლის, ფეხბურთი ცოცხალია!

არის მატჩები, რომელთა კომენტირება მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგაა უპრიანი. ტურინის „ალიანც სტედიუმზე“ გუშინ ერთი ასეთ მატჩთაგანი შედგა. „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებას შესაფერისი პრელუდიაც ჰქონდა. სტადიონისკენ მიმავალ „ნაპოლის“ ავტობუსს „იუვეს“ ფანები შემოეხვნენ და მიალანძღეს, პასუხად კი სტუმართა დამრიგებლის, მაურიციო სარის ზეაღმართული შუათითი მიიღეს. „ჩვენს ავტობუსს აფურთხებდნენ იმის გამო რომ ნეაპოლელები ვართ. ჩემი პასუხი მოხულიგნო ჯგუფს…

Read more

ვენგერი ახალ გუნდში გადავა

ინგლისურ პრესაში აქა-იქ იწერებოდა, რომ არსენ ვენგერის „არსენალის” მწვრთნელობიდან გადადგომის ნამდვილი მიზეზი „მეთოფეთა” ბანაკში იყო საძიებელი. და აი, ლონდონელთა ლეგენდამ ცოტათი აჰხადა საიდუმლოს ფარდა — 68 წლის ფრანგმა 22 წლიანი ეპოქის დასასრულის ერთ-ერთ მიზეზად გულშემატკივრები დაასახელა. მათ შორის განხეთქილება იყო, ჩემი მომავლის გამო გაუთავებლად დაობდნენო. ვენგერმა თქვა: „ამ კლუბს მთელს მსოფლიოში გაცილებით მეტ პატივს სცემენ,…

Read more

სალაჰი, ინგლისის საუკეთესო!

მოჰამედ სალაჰის ბრწყინვალე თამაში დაფასდა — ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ეგვიპტელი წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. 25 წლის თავდამსხმელი მეშვიდე ლივერპულელია, რომელიც კოლეგებმა საუკეთესოდ ცნეს. სალაჰამდე ეს პატივი 2014 წელს ლუის სუარესს ხვდა, რომელიც ახლა „ბარსელონაში” გამოდის.  გამოკითხვაში სალაჰმა „მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ჩამოიტოვა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო დე ბრუინის თანაგუნდელმა 22…

Read more

არაკოლეგიალური თავური

ეროვნული ჩემპიონატის მორიგმა ტურმა ლიდერებს ძვრა ვერ უყო. პირველადგილოსანმა “საბურთალომ” ცენტრალურ დაპირისპირებად მიჩნეულ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედოს” არცთუ მთლად უპრობლემოდ, მაგრამ ისე კი მოუგო, რომ თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით არც შანსი მიუცია. ლიდერთან სხვაობა შეინარჩუნა “დინამომ”, რომელმაც ბოლნისელი მიქაბერიძის ზუსტ გასროლას რუხაიას და ნინუას გოლებით უპასუხა. მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “ჩიხურამ”, რომელიც “სამტრედიასთან” დერბიში ფავორიტად კი…

Read more

შამპანურივით ჰოკეი

ბოლოსწინა ტურში სამხრეთ აფრიკელთაგან განცდილი – რამდენადაც მოულოდნელი, იმდენადვე დასანანი – მარცხის შემდეგ მეორე დივიზიონში აღზევებასთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა კითხვას ქართველმა ჰოკეისტებმა დამაჯერებელი პასუხები ტაივანთან გადამწყვეტი მატჩის პირველსავე მესამედში გასცეს, როცა მეტოქის ერთი შაიბის წილ ერთბაშად ხუთი გოლი გაიტანეს. ქართველთა მთავარმექულე ალექსანდრ ჟუჟუნაშვილმა, რომლის ანგარიშზეც ამ მატჩამდე 6 გოლი და 8 საგოლე პასი იყო, მეტოქის…

Read more

პრივატ-დოცენტი

ეს კაცი ჰგავს სორბონელ ფილოლოგიის პროფესორს, რომელსაც ცოლი გაექცა. ეს კაცი ჰგავს 60-იანი წლების ინტელექტუალს, ოდესღაც პარიზელ სტუდენტებს რომ უჭერდა მხარს. აბა, ეს კაცი მწვრთნელს ჰგავს? მწვრთნელს ჰგვანან: ტრაპატონი, კაპელო, იგლესიასი, პარეირა, ვენეიბლზი, რეჰაგელი და სხვები. ჰგვანან და არიან კიდეც. ნახეთ, რა ჯანიანი და ზორბა კაცები ჩამოთვალე? არსენ ვენგერი კი, ამათ კომპანიაში მართლა არ ჰგავს…

Read more

ფანტაზია 64 უჯრაზე…

ჭადრაკი, როგორც დიდი კომბინატორი იტყოდა, ესაა Quasi Una Fantasia, შენ კი, “სარბიელის” მკითხველო, ბრძენთა თამაშის ექსპერტად გიგულებთ! თუ ასეა, ჩაერთე “სარბიელის” მორიგ ვიქტორინაში… [interaction id=”5adc246d97146ff5c03a2c68″]

Read more

ბარსელონამ თასი მოიგო, ინიესტას მადრიდი ფეხზე წამოუდგა

„ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. „კატალონიის სიამაყემ” ფინალში 5:0 დაამარცხა „სევილია” — გუნდი, რომელიც მის მსგავსად სულ ახლახანს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამოდიოდა. სევილიელებს „ბარსასთან” შანსი არ ჰქონდათ. „ბლაუგრანას” უპირატესობა მეტისმეტად დიდი იყო. პირველ ტაიმში გოლები გაიტანეს ლუის სუარესმა (13,40 წთ) და ლეო მესიმ (31-ე წთ); შესვენების შემდეგ მეტოქის რბევა დიდებულმა ანდრეს ინიესტამ (52-ე წთ) და…

Read more

ვენგერის პირადი ცხოვრების შესახებ

არსენ ვენგერი საფეხბურთო სამყაროში ყოველთვის ცნობილი კაცი იყო, მაგრამ დღეს, როდესაც მან საჯაროდ გამოაცხადა, რომ 22 წლიანი ერთგულების შემდეგ „არსენალიდან” მიდის, მსოფლიო მას-მედიას ნამდვილი სიგიჟე მოეძალა — პუბლიკაციების აბსოლუტური უმრავლესობა 68 წლის ფრანგს ეძღვნება. რას აღარ წერენ, გარდა ერთისა — მის პირად ცხოვრებას არავინ ეხება. ვენგერი მთელი ამ 22 წლის განმავლობაში რაღაც მანქანებით ახერებდა თავისი…

Read more