ევროლიგის მიმომხილველებმა საუკეთესოები გამოარჩიეს და მოკლე დახასიათებაც დაურთეს, რა არის მათი წარმატების „საფირმო“ საიდუმლო.
რა გასაკვირია, რომ რჩეულთა შორის ესპანური „ბასკონიას“ ქართველი ლიდერი თორნიკე შენგელიაც მოხვდა. აი, რას წერენ მასზე:
„ქართველი უდავოდ ყველაზე ტექნიკურია ევროლიგის მძიმე ფორვარდებს შორის. როცა შენგელია კარგ სათამაშო განწყობაზეა და მეურვეს ზურგით აწვება, არანაირ შანსს არ უტოვებს. ამ დროს ბურთს პარკეტთან ძალიან ახლოს ატარებს. თითქოს მოუქნელად, არაესთეტიურადაც კი, მაგრამ აბსოლუტური თავდაჯერებით. პერიმეტრიდან არცთუ ხშირად უტევს, მაგრამ ამ კომპონენტშიც კი 34- პროცენტიანი სიზუსტე აქვს. ქართველის ერთადერთი მინუსი არასტაბილურობა იყო, რის გამოც ევროგრანდები მისი ტრასფერისგან თავს იკავებდნენ. ევროლიგის მიმდინარე სეზონში შენგელიამ ეს კითხვაც მოხსნა”.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
