კატალონიურ სპორტულ გამოცემას, “ელ მუნდო დეპორტივოს” რამე დაესიზმრა თუ გადაწყვიტა საახალწლოდ უცნაურად ეხუმრა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:
“ელ კლასიკოში” დამარცხების შემდეგ გულდამძიმებულმა კრიშტიანუ რონალდუმ “რეალის” გასახდელში განაცხადა, რომ ის “ოქროს ბურთს” არ იმსახურებს და აპირებს ჯილდო “ფრანს ფუტბოლის” რედაქციას დაუბრუნოს, რათა მან ის ღირსეულ მფლობელ ლეო მესის გადასცეს.
გასახდელში თანაგუნდელებმა სცადეს პორტუგალიელისთვის აეხსნათ, რომ ეს ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ რონალდუმ სიჯიუტე გამოამჟღავნა და მართლა დარეკა პარიზში.
“ვიჩქარე, როდესაც ვთქვი, რომ ისტორიაში საუკეთესო ვარ, — უთქვამს კრიშტიანუს “ფრანს ფუტბოლის” რედაქტორისთვის, — მთელმა მსოფლიომ ერთხელაც ნახა, რომ საუკეთესო მესია. ამიტომ, მე “ოქროს ბურთს” ვაბრუნებ. თქვენ ის მესის უნდა გადასცეთ”.
ინფორმაციაში წერია, რომ კრიშტიანუს აზრის შეცვლა მისი ოჯახის წევრებს და მეგობარ ბადრ ჰარისაც უცდია, მაგრამ ამაოდ. ახლა საინტერესოა, როგორ მოიქცევა “ფრანს ფუტბოლი” “ოქროს ბურთს” რონალდუს დაუტოვებს თუ მესის გადასცემსო, ამბობს “ელ მუნდო დეპორტივო”.
კატალონიური გაზეთი იმასაც ამბობს, რომ რონალდუზე მისმა ვაჟმა, კრიშტიანუ უმცროსმა იმოქმედა, რომელიც მესის ფანია. გარდა ამისა, გამოცემა ცდილობს გაიხსენოს გასული შაბათის “ელ კლასიკოს” რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც რონალდუ უჩვეულოდ მეგობრული იყო ლეო მესის მიმართ.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
