16 წლის შემტევი ნახევარმცველი ზურაბ დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშებს. მან თბილისის „დინამო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, თუმცა დინამოელებმა გარკვეული კომპენსაცია მიიღეს ფეხბურთელის აღზრდისთვის.
დავითაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ჭაბუკია საქართველოში. მან ეროვნულ ლიგაშიც ჩაატარა რამდენიმე მატჩი. ზურაბ დავითაშვილს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში (17 და 19 წლამდელები) მუდმივად ათამაშებენ.
„ლოკომოტივში“ იმუშავებს სულიკო დავითაშვილიც. „აბრეზა“ „ლოკოს“ 19-წლამდელთა გუნდს უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობაზე მან ვასილ მაისურაძე შეცვალა. მაისურაძე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია.
სულიკო დავითაშვილი მუშაობდა „ბაქსვუდის“, „დინამოსა“ და „საბურთალოს“ აკადემიებში. ერთი პერიოდი თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელ კახი გოგიჩაიშვილის ასისტენტიც იყო. თავის დროზე კი „აბრეზა“ წარმატებით თამაშობდა სხვადასხვა ქართულ გუნდებში და გოლები საკმაოდ გაჰქონდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
