რეალს კეპა 25 მილიონად დაიცავს

Home სიახლეები რეალს კეპა 25 მილიონად დაიცავს
რეალს კეპა 25 მილიონად დაიცავს

„ბილბაოს“ მეკარე კეპა არისაბალაგა რევუელტა 1 იანვრიდან მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება.

23 წლის კეპაში, „მარკას“ ცნობით, მადრიდული კლუბი ბასკებს 25 მილიონ ევროს მიუთვლის, ხოლო მეკარეს ექვსწლიან კონტრაქტს გაუფორმებს –  2 500 000 ევრო  წლიურად.

კეპა ბასკური კლუბის აღზრდილია. 2011 წლიდან „ბილბაოშია“. 2014-2016 წლებში განათხოვრებული იყო ჯერ „პონფერადინაში“, მერე კი „ვალიადოლიდში“.

მისი კონტრაქტი „ბილბაოსთან“ მომავალ ივნისს იწურება, მაგრამ „რეალი“ იქამდე მოცდას არ აპირებს და ახლავე მზადაა გაიღოს 25 მილიონი, მიუხედავად იმისა, რომ კეპას კონტრაქტის გაწყვეტა ბასკური კლუბისგან ოფიციალურად 20 მილიონადაა შეფასებული.