თვე: ნოემბერი 2017

Home 2017 ნოემბერი
კრუიფი და მესი, საგრადა ფამილია
ჩანაწერი

კრუიფი და მესი, საგრადა ფამილია

… 70-იანი წლების დასაწყისში, ამსტერდამის „აიაქსთან“ ერთად ევროპადაპყრობილი და „ოქროს ბურთებით“ დახუნძლული იოჰან კრუიფი „ბარსელონაში“ გადავიდა და კლუბის ხელმძღვანელებისგან, პირველ რიგში, თურმე ქალაქის ძირფესვიანად დათვალიერება მოითხოვა, აქაოდა, სლოგანი – უფრო მეტი, ვიდრე კლუბი  (Més que un club) – ბოლომდე უნდა გავითავისოო. არადა, ბარსელონაში სანახავი იმდენია, ვინძლო, „მფრინავ ჰოლანდიელს“ იმ რაოდენობის გოლები დაეთვალოს, თანაც იოჰანი ტურისტად...

მადრიდი – ქალაქი ქართველებისთვის!
ჩანაწერი

მადრიდი – ქალაქი ქართველებისთვის!

რამდენიმე დღის წინ მადრიდში მომიწია წასვლა. სანამ ესპანეთის მთავრობისგან ამაოდ ველოდი კატალონიის საკითხებზე პოლიტიკურ ექსპერტად მიწვევას, იქამდე „ლიდერბეთმა“ შემომთავაზა თავის გათამაშებაში გამარჯვებულებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გამგზავრება. დილაადრიან მივადექით მადრიდს, რომელიც გადასარევი ამინდით და აივნებზე გამოფენილი ესპანეთის დროშებით დაგვხვდა. ჩვენ თავმდაბლურად ვიფიქრეთ, რომ დროშების ეს სიჭარბე სწორედ ზემოთ აღნიშნულ კატალონიის ამბებს უკავშირდებოდა და არა ჩვენს...

ხუმრობით და სერიოზულად: დინამო კაპუტ! 🎥
ჩანაწერი

ხუმრობით და სერიოზულად: დინამო კაპუტ! 🎥

      1987 წელი იმითაა ქართული ფეხბურთისთვის ღირსსახსოვარი, რომ თბილისის „დინამომ“ საბჭოთა ერაში უკანასკნელად ითამაშა ევროტურნირებზე. 1986 წელს ნოდარ ახალკაცი დაბრუნდა „დინამოში“, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა და მისი თავკაცობით „დინამო“ მე-5 ადგილზე გავიდა, რითაც უეფას თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. თუმც მაშინდელი „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ახალკაცს ჯანყი მოუწყვეს. შედეგად, ტიტულოვანი მწვრთნელი გუნდიდან გაუშვეს და...

შაპიტოა, შაპიტო…
ჩანაწერი

შაპიტოა, შაპიტო…

ადრე მულტფილმი გადიოდა ხოლმე საბჭოთა ტელევიზიებში, ცხოველები თამაშობდნენ ფეხბურთს, კარში სპილო იდგა და გოლს ვერ უტანდნენ. რომელი ცხოველი გინდოდა, იქ არ ყოფილიყო. სახალისო საცქერი იყო… ნუ გაიკვირვებთ და ეს ყველაფერი ახალქალაქში, შეიძლებოდა, რეალობაში გადასულიყო. 31 ოქტომბერს რეგიონული ლიგის მატჩი უნდა გამართულიყო, სადაც ახალქალაქის „აბულს“ თბილისის „ლოკომოტივი 2“-თვის უნდა ემასპინძლა, თუმცა თამაში არც დაწყებულა და მიზეზს...

ალ აჰლის ვარჯიში ჩაიშალა
ჩანაწერი

ალ აჰლის ვარჯიში ჩაიშალა

აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ფინალში საქმე ასეა: კასაბლანკას ანუ მაროკოს “ვიდადმა” და ქაიროს ანუ ეგვიპტის “ალ აჰლიმ” ქაიროში 1:1 ითამაშეს და ახლა კვირას, 5 ნოემბერს, კასაბლანკაში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ეგვიპტის გუნდი ცდილობს შეხვედრისთვის კარგად მოემზადოს, მაგრამ ვინ აცლის. გუშინ, საწვრთნელ ბაზაზე გასამხნევებლად იმდენი გულშემატკივარი ეწვია, რომ… ვარჯიში ჩაიშალა. ერთი ტრიბუნა ყანყალებდა კიდეცო. მგონი, ამას ისევ ჩვენი...

ქარიმი და ლინეკერი
ჩანაწერი

ქარიმი და ლინეკერი

ქარიმ ბენზემამ ფრანგულ ჟურნალ Les Inrockuptibles-ს მისცა ინტერვიუ. ეს გახლავთ 1986 წელს დაფუძნებული გამოცემა, რომელიც თავიდან როკზე წერდა, მაგრამ თანდათან კულტურის სფერო მთლიანად მოიცვა. ახლა, როგორც ხედავთ, ფეხბურთითაც დაინტერესებულა. ინტერვიუ ვრცელია. სხვა თემებთან ერთად, ის ყოფილი ინგლისელი თავდამსხმელის, დღეს ენამწარეობით ცნობილი ტელეწამყვანის, გარი ლინეკერის ბოლო დროს გახმაურებულ ხუმრობასაც ეხება. შეგახსენებთ: თავიდან ლინეკერმა ბენზემაზე თქვა, ისეთი...