ჩაიწერეთ: ნული, ნული, ნული

Home აქეთურ-იქითური ჩაიწერეთ: ნული, ნული, ნული
ჩაიწერეთ: ნული, ნული, ნული

ისტორიაში ჩასაწერი ნულები  შეგროვდა პრიმერა დივიზიონში  მე -11 ტურის შემდეგ. „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ვალენსია“ – სამი წაუგებელი გუნდი 11 ტურის მერე  1996 წლის აქეთ არ ყოფილა.

ფოტო marca

10 მოგებით და ერთი ფრით „ბარსამ“  ძველი შედეგი გაიმეორა ,  „ვალენსიამ“ კი 8 მოგებით და 3 ფრით ახალი ფურცელი ჩააკერა კლუბის დავთარში. მადრიდის „ატლეტიკომ“ მესამედ მოახერხა, რომ 11 ტურმოლეულს წაგება არ უგემია.

რაკი ისტორიაში ვიქექებით, აქვე გასულ საუკუნეში  წაუგებელ სამეულებზე ვთქვათ: 1996-97- ში დაუმარცხებლები იყვნენ „ბარსა“, „დეპორტივო“ და მადრიდის „რეალი“, ხოლო უფრო ადრე, 1982-83 წლების სეზონში – „რეალი”, „სოსიედადი“ და ხიხონის „სპორტინგი“.

ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში 11 ტურის შემდეგ წაუგებელი გუნდი ჩემპიონი ვერ გახდა.1997-ში ჩემპიონობა „რეალმა“, 1983 წელს კი „ბილბაომ“ იზეიმა.