Breaking News

ჰერტა

ლევანდოვსკი 300+

შაბათს მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მორიგ ტურში ბერლინის „ჰერტა“ 5:0 გაანადგურა. ხუთიდან სამი გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. ამ ჰეთ-თრიქით პოლონელმა „ბაიერნის“ მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა 301-მდე გაზარდა. ისტორიული შედეგის დასაფიქსირებლად ლევანდოვსკიმ 333 მატჩი იკმარა. თუ ამას 65 საგოლე გადაცემასაც დავუმატებთ, გამოდის, რომ ერთი შედეგიანი მოქმედების შესასრულებლად მას 77 წუთი სჭირდება. დღეისათვის ლევანდოვსკი 5 გოლით ლიდერობს ბუნდესლიგის…

Read more

ლემანი რასიზმს შეეწირა

გერმანიის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი იენს ლემანი ბერლინის „ჰერტას“ დირექტორთა საბჭოდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი მისი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა და რასისტულად შეფასდა. ლემანმა „სიტი“ – პსჟ-ს მატჩის მსვლელობისას Sky Germany-ს ექსპერტ დენის აოგოზე დაწერა: „აოგო ექსპერტად შავკანიანთა ქვოტით აიყვანეს“? და… შეტყობინება შეცდომით თავად აოგოს გაუგზავნა. აოგომ, რომელიც ასევე გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი იყო, პასუხი…

Read more

თხების ახალი მწყემსი

გერმანულმა `„კიოლნმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. 67 წლის ფრიდჰელმ ფუნკელი გუნდს სეზონის ბოლომდე გაუძღვება. რას უშველის „ჰერტას“ და „აინტრახტის“ ექს-თავკაცი „თხებს“? ყოფილი მწვრთნელის მარკუს გიზდოლის ხელში „კიოლნმა“ ბოლო 8 ტურში ორად ორი ფრე გაახერხა, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა. ამჟამად გუნდი 23 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლისწინა საფეხურს იკავებს.

Read more

გერმანული პედანტობა თუ სადიზმი?

„ჰერტასთან“ 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ  „ბაიერნი“ პირდაპირ ბერლინიდან უნდა გაფრენილიყო დოჰაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. გუნდი ვერ გაფრინდა, მიზეზი კი თითქმის კურიოზული იყო. ბერლინის აეროპორტის წესების მიხედვით, შუაღამიდან დილის 5 საათამდე აფრენა აკრძალულია. თვითმფრინავი 23.59 საათამდე ელოდა გუნდს, ჩემპიონებმა კი… 30 წამით დააგვიანეს. შედეგად, გუნდი ვერ გაფრინდა და გამოძინება პირდაპირ თვითმფრინავში მოუხდათ. აფრენის ნებართვა ეკიპაჟმა მხოლოდ…

Read more

ჰერტა უთავო დარჩა

ბერლინის „ჰერტამ“ მთავარ მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას კარისკენ მიუთითა. მასთან ერთად დროებით უმუშევართა რიგებში გადაინაცვლა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პრეეცმა. მის ფუნქციებს დროებით არნე ფრიდრიხი შეასრულებს. გადაწყვეტილება შაბათის მატჩმა დააჩქარა, რომელშიც ბერლინელები „ვერდერთან“ 1:4 განადგურდნენ. ბუნდესლიგის 18 ტურის შემდეგ „ჰერტას“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.  

Read more

გასახდელში ბოთლი ისროლეს

ბრაზილიელი მათეუს კუნია „ჰერტაში” ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის 21 წლისაა, თავდამსხმელია და ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით თამაშის მოგება შეუძლია. თუმცა, მას, როგორც ბევრს ბრაზილიელს, ხასიათის ცვალებადობა ახასიათებს. სტაბილური არ არის, რასაც გერმანიაში მაინცდამაინც არ მისალმებიან. „ჰერტას” მწვრთნელზე, ბრუნო ლაბადიაზე, კუნიას ასეთი ქცევა ეტყობა ძალიან მოქმედებს. ერთი მხრივ მას ფორვარდის თამაში მოსწონს და მისგან ბევრს ელის, მეორე…

Read more

სალომონ არაბრძენი

წლების წინ ლონდონურ „ჩელსიში“ ბურთაობდა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც კი გახდა. სალომონ კალუ ფეხბურთის ყველა ქომაგისთვის ნაცნობი პერსონაა. მას გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო, რომ არა ცეტი ხასიათი. ჯერ იყო და აყლაყუდა კოტ დივუარელი კარიერის პიკზე გაუშვეს „ჩელსიდან“. მერე ცოტა ხანს ფრანგულ „ლილში“ ითამაშა და 2014 წლიდან გერმანულ „ჰერტაში“ ჩაუშვა ღუზა… თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ…

Read more

დასვენება არ კმარა

„ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ხასითაზე ვერ არის. გერმანიის ბუნდესლიგის განახლების შემდეგ გუდნმა უკვე მეორე საშინაო ფრე ითამაშა – ამჯერად „ჰერტასთან“ (2:2). ნაგელსმანი არმარტო საკუთარი გუნდის თამაშით არის უკმაყოფილო, არამედ – კალენდრითაც. „როგორ ვიქნები კმაყოფილი, როდესაც ვერ მოვიგეთ. ჩვენ მალე უნდა დავივიწყოთ ეს მატჩი. ისიც უნდა ვისწავლოთ, რომ მუდმივად მდევრის როლში არ ვიყოთ. „ჰერტასთან“ მატჩის…

Read more

სანე და მაიერი ევროვიტრინაზე

დავიწყოთ, ლეროი სანეთი, რომელზეც ამბობენ, „იუვენტუსის” პატრონ ანდრეა ანიელის ძალიან მოსწონს და კრიშტიანუ რონალდუს ყიდვით ჯიბეშეთხელებული ფინანსურად წელში რომ გასწორდება, მის გადაბირებას შეეცდებაო. ეს ცნობა „კალჩომერკატომ” გაავრცელა. გერმანელი 22 წლისაა. ბოლო დროს, აქა-იქ დაიწერა, რომ მას „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ცოტა გაუფუჭდა და როგორც ჩანს „ბებერი ქალბატონი” სწორედ ამით აპირებს სარგებლობას. თუმცა, აქ…

Read more