ჰარი ვინკსს ორ წელიწადზე მეტია გოლი არ გაუტანია და აი, ბედმა გაუღიმა — „სფურზის” მოთამაშემ 50 მეტრიდან შეაგდო. ნახევარმცველმა ბურთი მოედნის კიდესთან „ლუდოგორეცის” ნახევარზე, ცენტრთან ახლოს მიიღო და იქიდან არასწორად მდგარი მეკარე დეიან ილიევის კარში კალათბურთის სამქულიანივით ჩააგდო. ბურთი დამრტყმელისგან მარჯვენა ზედა კუთხეში შევარდა და როგორც ბულგარელები, ასევე თავად ლონდონელები პირდაღებულები დატოვა. სენსაციურ გოლამდე, „ლუდოგორეცის”...
