„ბაიერნი” კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში გავიდა. გერმანიის რეკორდმაისტერმა ნახევარფინალში ეგვიპტურ „ალ აჰლის” 2:0 მოუგო. გადამწყვეტი შეხვედრა 11 თებერვალს გაიმართება. ბავარიელთა მეტოქე იქნება მექსიკური „ტიგრესი”, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიურ „პალმეირასს” აჯობა — 1:0. მექსიკელთა გოლი მათმა 35 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა ანდრე-პიერ ჟინიაკმა პენალტით გაიტანა. ჟინიაკს „ტიგრესის” შემადგენლობაში 246 შეხვედრაში 147 გოლი აქვს გატანილი. თუ „ბაიერნი”...
ჭდე: ჰანს დიტერ ფლიკი
ფლიკი გაბრაზდა
დღეს, გერმანიის თასის მეთექვსმეტედფინალური თამაშია — „ბაიერნი” „ჰოლშტენ კილს” სტუმრობს. ამ შეხვედრის წინ, „რეკორდმაისტერის” მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მისთვის უჩვეულო სიბრაზე გამოავლინა. ფლიკი იმ კრიტიკას გაუღიზიანებია, რომელიც მის ზოგიერთ ფეხბურთელს დაატყდა თავს. „სადაც ტაშია, იქ აუცილებლად არის სტვენაც, — თქვა 55 წლის სპეციალისტმა, როდესაც პრეს-კონფერენციაზე სიტყვა „გლადბახთან” 2:3 მარცხზე ჩამოვარდა, — თუმცა, როდესაც ვხედავ, რომ კრიტიკა...
საუკუნის ფეხბურთელი
დუბაიში „გლობ სოკერის” დაჯილდოებათა ცერემონიაზე კრიშტიანუ რონალდუს „საუკუნის ფეხბურთელის” ჯილდო გადასცეს. მსოფლიოს უმაღლეს შენობაში, საქვეყნოდ ცნობილ „ბურჯ ხალიფაში” მოწყობილ გალაზე პორტუგალიელმა ვარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე საცოლესთან, ხეორხინა როდრიგესთან ერთად გაიარა. საფეხბურთო სელებრითებიდან საღამოს ესწრებოდნენ „ლივერპულის” ლეგენდა, 59 წლის იან რაში და მისი 43 წლის თანამეცხედრე, მომღერალი და მოდელი ქეროლ ენტონი. იყვნენ ჟერარდ პიკე, რობერტ ლევანდოვსკი, კრივის...
ფიფამ ლევანდოვკის მიუნხენში ჩააკითხა
FIFA-მ ონლაინ-რეჟიმში წლის საუკეთესოები დაასახელა და ლაურეატები მწვრთნელების, კაპიტნებისა, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად აარჩია. საქართველოდან მონაწილეობა „სარბიელმა“ მიიღო, რომელმაც ტრადიციულად, საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის არჩევის უფლება ჰქონდა. წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც პრიზისთვის ბრძოლა ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსა და „ბარსელონას“ კაპიტან ლეო მესის მოუგო. აღსანიშნავია, რომ...
ბაიერნი მცველებს ლაიფციგში ეძებს
მიუნხენის „ბაიერნის“ ორი მცველი, დავიდ ალაბა და ჟერომ ბოატენგი, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ცხადია, ბავარიული კლუბის მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს უკვე მონიშნული ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მათ შემცვლელად განიხილავს. სიაში პირველი „ლაიფციგის“ 22 წლის ფრანგი მცველი დეოტშანკულე (იგივე დაიო) უპამეკანოა. თავად საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კი „ლაიფციგთან“ კონტრაქტი ახლახანს 2023 წლამდე გააგრძელა. თუმცა, სეზონის ბოლოს, შესაძლოა,...
კლოპი ისევ პირველია
„ლივერპულის“ გერმანელი დამრიგებელი 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ამჯერად გამოკითხვა ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა მედიარესურსმა ESPN-მა ჩაატარა. წლის საუკეთესო მწვრთნელების ათეული სრულად ასე გამოიყურება: 1. იურგენ კლოპი (ლივერპული) 2. ჰანს დიტერ ფლიკი (ბაიერნი) 3. ხოსეპ გვარდიოლა (მან. სიტი) 4. ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა) 5. იულიან ნაგელსმანი (ლეიფციგი) 6. მარსელო ბიელსა (ლიდსი) 7. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) 8....

