„რეალის” ახალი მწვრთნელია ხულენ ლოპეტეგი, რომელიც „თეთრების” კარში პრიველად 1990 წლის 28 აპრილს „ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩადგა. თამაში „ვისენტე კალდერონზე” გაიმართა. მაშინ ლოპეტეგი სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს. მის გარდა თამაშობდნენ ხულიო ლორენტე, ჩენდო, ფერნანდო იერო, ხესუს სოლანა, რაფაელ გორდილიო, პაკო ლორენტე და სხვები. თამაში, რომელსაც „ატლეტიკო” 3:1-ს იგებდა, 3:3 დამთავრდა. დებიუტის წინა სეზონში ლოპეტეგი „ლას პალმასში” იყო...
