კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ გასახდელში სერიოზული სკანდალი მოაწყო. საქმე იმაშია, რომ გუნდის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ფეხბურთელები კლუბის სასტუმროშივე გადაეყვანა კარანტინზე, რომელიც იქვე, საწვრთნელ ბაზასთან მდებარეობს. არადა, იმ მომენტში ფეხბურთელებს ორ-ორ ტესტზე ჰქონდათ მიღებული უარყოფითი პასუხი, იტალიური ჯანდაცვის პროტოკოლი კი სამ ტესტს ითვალისწინებს. თუ კარანტინში დარჩებოდა, რონალდუს ესპანეთთან პორტუგალიის ნაკრების ამხანაგური მატჩი უნდა გამოეტოვებინა [...]
