ესპანეთის თასის 1/32-ფინალში, „სარაგოსამ“ „ხიმნასტიკი“ სტუმრად – 3:1 დაამარცხა. პირველი ორი გოლი „ხიმნასტიკმა“ საკუთარ კარში ჩაჭრა, მესამედ კი გიორგი პაპუნაშვილმა იყოჩაღა – ქართველმა ლეგიონერმა მატჩის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება გაუნაღდა. პაპუნაშვილმა კოპა დელ რეიზე ამ სეზონში მეორედ შეაგდო, თუმცა ლა ლიგა 2-ს მიმდინარე გათამაშებაში მას ჯერ არ გაუტანია. ახალი წლიდან...
