თამაშის დამთავრებამდე 5 წამი რჩებოდა. მაკედონია 28:27-ს იგებდა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი კბილაშვილი ჰყავდა ორი წუთით გაძევებული — კაცი გვაკლდა. და აი, გიორგი ცხოვრებაძემ როგორც სჩვევია იყოჩაღა, ანგარიში გაათანაბრა; ახლა უკვე საფინალო სირენამდე ერთი ამოსუნთქვაღა იყო დარჩენილი მაგრამ… მარტინ პოპოვსკიმ სწორედ რომ სირენას გააყოლა ზუსტი სროლა და თამაშის ბოლო გოლი. დავმარცხდით: 28:29. ასეთი გახლდათ მაკედონიისა და...
ჭდე: ხელბურთი
კარგი გამოცდა მაკედონიაში
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები სკოპიეში, მაკედონიის ნაკრებთან პირველ ამხანაგურ შეხვედრეში 21:25 დამარცხდა. მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა მხოლოდ ერთი ბურთი იყო, მასპინძლები იგებდნენ — 22:21. ოთხბურთიანი გაქცევა მაკედონიელებმა სწორედ ბოლო 5 წუთში მოახერხეს. პირველი ტაიმი დასრულდა 12:12. შეხვედრის დასაწყისში მაკედონიელები დაწინაურდნენ 7:2, მაგრამ „მონპელიეს” ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ცხოვრებაძემ ზედიზედ სამი გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც...
საქართველოს ნაკრები მაკედონიაში
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს 25 და 26 ოქტომბერს სკოპიეში, მაკედონიის ეროვნულ გუნდთან ორი ამხანაგური მატჩი ელის. ეს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022-ის შესარჩევი საიანვრო შეჯიბრებებისთვის სამზადისი გახლავთ. მაკედონიურ შეკრებაზე ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა 17 მოთამაშე წაიყვანა. შვიდი მათგანი ევროპულ კლუბებში თამაშობს, რვა ეროვნული ჩემპიონატიდან არის, ხოლ ორი ამეტაპზე ახალი ევროპული გუნდის ძიებაშია. მაქსიმოვიჩს...
ცხოვრებაძემ სასატარტოში ითამაშა
18 წლის ქართველმა ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ „მონპელიესა” და „კილის” ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში სასატარტო შემადგენლობაში ითამაშა. გიორგიმ მოედანზე ხუთი წუთი დაჰყო. „კილმა” მოიგო 33:30. გერმანული გუნდი ამ შეხვედრამდეც B ჯგიფის ლიდერი იყო. ახლა მას 9 ქულა აქვს. „კილს” 6 ქულით მოსდევენ უნგრული „ტელეკომ ვესპრემი” და „მონპელიე”. ის ფაქტი, რომ ცხოვრებაძეს არც მეტი არც ნაკლები ჯგუფის...
ბათუმს ქათქათასს!
საქართველოში ხელბურთელები სეზონს თასის გათამაშებით ხსნიან ხოლმე. ეროვნული თასის მეოთხე გათამაშება ქვეყნის ჩემპიონის, ბათუმის BSB-ს გამარჯვებით დასრულდა. „შავი ზღვის ბიჭებისთვის” თასის ფინალში თამაში ჩვეული საქმეა — ოთხიდან სამში მიიღეს მონაწილეობა. მათ 2015 წელს 20:19 მოუგეს სტუ-ს და ჯილდოს დაეუფლენ, შარშან „პეგასთან” წააგეს 29:30, ხოლო წლეულს 27:20 ძლიეს „ქუთაისს”. 2019 წლის თასის გათამაშება დედაქალაქში, ჯემალ ცერცვაძის...
გიომ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა
18 წლის ქართველმა ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა. „მონპელიეს” მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს ნაკრების ყმაწვილი მარჯვენა ინსაიდი დიდ ასპარეზზე გასვლისთვის მზად არის. შეხვედრა, რომელშიც გიომ მონაწილეობა მიიღო დასრულდა 29:27 — „მონპელიემ” სტუმრად დაამარცხა პოლონური „კელცე”. ეს გახლდათ ფრანგული კლუბის ზედიზემ მესამე გამარჯვება ევროპის უდიდეს საკლუბო შეჯიბრებაში. „კელცესთან” ცხოვრებაძე თამაშში 24-ე წუთზე ჩაერთო და ტაიმის...
კალანდაძეც საფრანგეთის გზას გაუდგა
კიდევ ერთი ქართველი ხელბურთელი გადავიდა საფრანგეთში სათამაშოდ. „მონპელიეს” მარჯვენა ინსაიდის გიორგი ცხოვრებაძის გზას ამჯერად 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძეც გაჰყვა. კალანდაძე თბილისის „პეგასში” თამაშობდა. ასაკის მიუხედავად მან საქართველოს ყველა ნაკრებში მოასწრო თამაში, ეროვნულის ჩათვლით. ნიკოლოზ კალანდაძის ახალ კლუბს „შამბერი”, სრულად კი „შამბერი სავუა” ჰქვია. ის საფრანგეთის 2001 წლის ჩემპიონია; თერთმეტჯერ იყო მეორე ადგილზე; ხუთჯერ (ბოლოს 2014...
ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ოხშივარში
თითქოს ბევრი არაფერია სათქმელი, მაგრამ… გუშინ, ხელბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში „მონპელიემ“ „ვარდარს“ უმასპინძლა. „ვარდარი“ ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, „მონპელიე“ — წინა. ფეხბურთზე რომ გადავიყვანოთ, „რეალი“ „ლივერპულს“ მასპინძლობდა და ამ რანგის შეხვედრის განაცხადში „მონპელიეს“ 18 წლის გიორგი ცხოვრებაძე ჰყავდა შეყვანილი. „ვარდართან“ გიოს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რაც ლოგიკური გახლდათ. შეხვედრა იმდენად დაძაბული იყო, რომ „მონპელიეს“ მწვრთნელი პატრის...
საქართველო იტალიაში ითამაშებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრებაში ნაახალწლევს, 10-12 იანვარს, იტალიაში ჩაებმება. ჩვენს ნაკრებთან ერთად III ჯგუფში იტალიელები, რუმინელები და კოსოვოელები არიან. ეს იქნება შესარჩევის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი კი 2020 წლის აპრილსა და ივნისში გაიმართება. მასში პირველი ეტაპიდან ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები გადავლენ. საინტერესოა, რომ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თავად ჯგუფებს დართო ნება განესაზღვრათ...
ეს ერთი და სხვა მრავალი, გიო!
საქართველოს ნაკრების 18 წლის ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ ფრანგული „მონპელიეს” შემადგენლობაში პირველი ჯილდო მოიგო. ეს გახლდათ სეზონისწინა ტურნირი, რომლის ნახევარფინალში „მონპელიემ” „ბენფიკას” აჯობა 32:25, ფინალში კი უნგრულ „სეგედს” სძლია 27:25. გიომ პირველ შეხვედრაში გოლიც შეაგდო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაძემ სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი „მონპელიეს” მთავარ გუნდთან ერთად ჩაატარა და ამხანაგურ შეხვედრებში 16 კაციან განაცხადში რეგულარულად ხვდებოდა. გიორგი...









