საშიშია ყატარი 2022! მსოფლიო ჩემპიონატი ეგზოტიკურ ქვეყანაში. ესპანურმა პრესამ ყატარში მოთამაშე ხავი მარტინესს ჰკითხა აზრი, თუ რა თავისებურებები აქვს ამ ქვეყანას. ხავი მარტინესი, როგორც იცით, „ბაიერნში“ თამაშობდა, შარშანდელი წლიდან კი „ყატარ სკ“-შია. „ყატარში სხვა კულტურაა, მაგრამ მთლიანობაში ნორმალური ქვეყანაა. ზაფხულში არ უნდა ჩამოხვიდეთ, რადგან საუნასავით შეგრძნება დაგემართებათ. მსოფლიო ჩემპიონატის დროს მთელ მსოფლიოს ექნება შანსი ნახოს,…
როცა ჯერ მხოლოდ 32 წლის ხარ, დაპყრობილი გაქვს ყველა საფეხბურთო მწვერვალი და მსურველი კლუბებიც არ გაკლია, ყატარში რატომ უნდა წახვიდე? ხავი მარტინესი „ბაიერნში“ 2012 წლიდან თამაშობდა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამას გარდა, ის ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო და ევროპის ორგზის ჩემპიონია. თუმც შეიხებს ხომ ისეთი შეთავაზებები აქვთ, კაცს განსჯის უნარს აკარგინებენ…
დღეს, „ბაიერნი” მიონხენგლადბახში თამაშობს. ეს გახლავთ მე-15 ტურის შეხვედრა. „რეკორმაისტერი” 33 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „გლადბახს” 21 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიცია უჭირავს. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ბავარიელთა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თქვა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელის დამატებას არ აპირებს. „მთელს მსოფლიოში, ფეხბურთის კლუბები რთულ დღეში აღმოჩნდნენ. ეს კორონაპანდემიამ განაპირობა. ამიტომაც არ ვამბობ, რომ ახალი ფეხბურთელები…
ევროპის სუპერთასზე, დამატებით დროში, ხავი მარტინესის გოლით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ბაიერნმა” ევროლიგის გამარჯვებულ „სევილიას” 2:1 მოუგო და ჯილდოს დაეუფლა. თამაში ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე” გაიმართა. ეროვნებით ბასკი მარტინესი, რომელსაც ზაფხულში „ბილბაოში” ელოდნენ, გერმანული კლუბის ერთგული დარჩა და, როგორც გაირკვა, სწორადაც მოიქცა — „რეკორდმაისტერის” მორიგი ტიტულის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. შეხვედრას 20 000 მაყურებელი დაესწრო. მე-13 წუთი…
ბილბაოს „ატლეტიკი” 30 წლის ხავი მარტინესის დაბრუნებას ცდილობს. მოგეხსენებათ, ამ კლუბს სხვათაგან ერთი თავისებურება გამოარჩევს — მხოლოდ ეროვნებით ბასკ ფეხბურთელებს ათამაშებს. ხავი მარტინესი კი არა მხოლოდ ბასკია, არამედ ბილბაოს ყოფილი მოთამაშეცაა. ის „ბაიერნში” 2012 წელს გადავიდა, მანამდე კი 6 წელიწადი „ატლეტიკში” გამოდიოდა. „ჩვენ მისი შეძენით დაინტერესებულები ვართ”, — თქვა ბილბაოელთა სპორტულმა დირექტორმა რაფაელ აკორტამ რადიო…
მორიგ საკონტროლო შეხვედრაში „ბაიერნმა” „მანჩესტერ იუნაიტედს” 1:0 მოუგო. ინგლისური პრესა წერს, რომ „წითელმა ეშმაკებმა” საშინლად მოსაწყენი ფეხბურთი ითამაშეს. მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ხავი მარტინესმა გაიტანა და… „იუნაიტედმა” ბავარიელებს მათთვის ჯერომ ბოატენგის მიყიდვა შესთავაზა — მოგეხსენებათ, ინგლისის ოცგზის ჩემპიონს ცენტრალური მცველი სჭირდება. ბოატენგმა „იუნაიტედთან” მეორე ტაიმში ითამაშა. პრემიერლიგაში სატრანსფერო სეზონი დანარჩენი ევროპისგან განსხვავებით სამ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes