ჩეხეთის ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფის შეხვედრაში საქართველო 2:1 დაამარცხა და A ლიგაში აღზევდა. ჩეხებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველო მესამეზე გავიდა. მატჩის შემდეგ მასპინძლების მწვრთნელმა ივან ჰაშკმა თქვა: – პირველ ტურში საქართველოში მძიმე დამარცხების შემდეგ ელოდით, რომ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდით? – ველოდი. ამის რწმენა რომ არ მქონოდა გადავდგებოდი. საკუთარი გეგმის მჯეროდა. ამ გეგმისთვის...
ჭდე: ჩეხეთის ნაკრები
ჰაშეკი: ვიცით, რომ საქართველოს ეს ბრილიანტი ჰყავს
დღეს ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთი საქართველოს მასპინძლობს. ჩეხთა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ასე ილაპარაკა: – ამჯერად განსხვავებულად უნდა ითამაშოთ ვიდრე სექტემბერში თბილისში, როდესაც 1:4 წავაგეთ. – იმ დღეს რა დაგვავიწყებს. ეს იყო დიდი ჩავარდნა. თბილისური შეხვედრა ცუდად არ დავიწყეთ, მაგრამ საკუთარ თავს ნება მივეცით გავმტყდარიტავით და მეტოქისთვის მომაკვდინებელი კონტრშეტევების...
ივან ჰაშეკი: ყველაფერი ჩვენს ხელთაა
მართალია, ალბანეთში ჩეხეთის ნაკრებმა ჯოჯოხეთურ გარემოში ითამაშა, გუნდის მწვრთნელი ივან ჰაშეკი მშვიდად არის. ეროვნულმა გუნდმა ტირანაში 0:0 ითამაშა და სამშაბათს დისკვალიფიცირებული ტომაშ ხორისა და ტომაშ სოუჩეკის გარეშე შინ საქართველოს ნაკრებს ელის. – გული გწყდებათ იმ ორ ეპიზოდზე, როდესაც ვაცლავ იემელკამ და ლუკაშ ჩერვმა ბურთი ალბანეთის კარის ხარიხას გაარტყეს? – გული უფრო იმაზე მწყდება, რომ ტირანაში...
ტირანაში ორივეს მოგება უნდოდა
ტირანაში, „ეარ ალბანიაზე’’ B1 ჯგუფის შეხვედრას ალბანეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული არ ჰყოლია: 0:0. ბოლო ტურის წინ ჩეხებს 8 ქულა აქვთ, ალბანეთსა და საქართველოს კი – 7. უკრაინა, რომელმაც ბათუმში 1:1 ითამაშა, 5 ქულით ბოლო ადგილზეა. საბოლოო ცხრილში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, ბოლო ტურში 19 ნოემბერს გაირკვევა. ტირანული მატჩის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი პირველ ტაიმში...
უკრაინამ ჩეხეთს გაქცევის საშუალება არ მისცა
ერთა ლიგის B დონის პირველ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა შინ ალბანეთთან 0:1 წააგო, უკრაინამ ჩეხეთთან 0:1 ჩამორჩენა გამოასწორა, 1:1 ითამაშა და მეტოქეს ცხრილში „შორს გაქცევის’’ საშუალება არ მისცა. 4 ტურის შემდეგ ჩეხებს 7 ქულა აქვთ, ქართველებს და ალბანელებს – 6, ხოლო უკრაინელებს – 4. წინა ტურში ორივე გუნდმა მოიგო, უკრაინამ საქართველოსთან, ხოლო ჩეხეთმა ალბანეთთან. ამ...
წითელფორმიანი ბიჭი მირბოდა, ხოლო ჩვენი ექვსი მოთამაშე უშედეგოდ მოსდევდა
ერთა ლიგაში ჩეხეთის ნაკრებს 4:1 მოვუგეთ, მაგრამ ამავე გუნდთან 19 ნოემბერს სტუმრად, ქალაქ ოლომუცშიც გვაქვს სათამაშო. ეს იქნება საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრა B1 ჯგუფში. დიდი შანსია მას ცხრილში ადგილების განაწილების თვალსაზრით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომ, ყველაფერი, რაც ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ეხება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩეხურ პრესაში წერენ, რომ თბილისში მწვრთნელის ივან ჰაშეკის მდგომარეობა დამძიმდა. გულშემატკივრები ევრო...
ივან ჰაშეკი: ფეხბურთელებისთვის ყვირილს ახლა აზრი არ ჰქონდა
ბოთლი არ უსვრია, არ გაბრაზებულა, არ იგინებოდა. ასე თუ ისე უემოციოდ იდგა, ნიკაპი თითებში ჰქონდა მოქცეული და ასე უყურებდა ჩეხური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მატჩს. 1:4 საქართველოში. „ეს იყო საშინელი სპექტაკლი. თავს ვერაფრით გავიმართლებთ. ამიერიდან მოგება უნდა დავიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე აქ აღარაფერი მესაქმება. პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებ”, — თქვა ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა...
ყოჩაღ ბიჭებო!
აშკარად ჩვენი ტურნირია ერთა ლიგა. მორიგი გათამაშება დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა გერმანულ ევრო 2024-ზე დაწყებული ზღაპარი გააგრძელა. თუმცა ბიჭები იმაშიც გვარწმუნებენ, რომ საქმე მთლად ზღაპართანაც არ გვაქვს. კვლავ თავგანწირვა, ჟინი, ხალისი და მაღალი კონცენტრაცია. ევროს შემდეგ ჩვენი გუნდი აშკარად გაიზარდა. მთავარი კი ალბათ ის მენტალობაა, რაც ყოველთვის აკლდა ჩვენს ეროვნულ გუნდს. ერთა ლიგის მორიგი გათამაშების...
თურქების ჭარბი ენერგია და ყვითლები
თურქეთმა მორიგ დიდ შედეგს მიაღწია — ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა, მაგრამ ამ დიდ ზეიმს ჩეხებთან თამაშის მიწურულს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან, კერძოდ კი თავდამსხმელ ტომაშ ჩორისთან ჩხუბით ჩრდილი მიადგაო, წერს ესპანური AS. მადრიდულ გამოცემას თურქების ამბავი განსაკუთრებით იმიტომ აინტერესებს, რომ 19 წლის არდა გიულერი „რეალის” ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე თურქეთთან საქართველოს ნაკრებმაც ითამაშა და 1:3...
AS: მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების ნახევარზე მეტია
საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩის გმირი ქართველთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომლის ფენომენალური თამაშის გარეშე კაცმა არ იცის რა ანგარიში დაფიქსირდებოდა. საინტერესოა, როგორ შეაფასა შეხვედრა ესპანურმა პრესამ — მოგეხსენებათ გიორგი „ვალენსიას” კარს იცავს. AS წერს: „სიგიჟედ არ ჩაგვეთვლება თუ ვიტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების ნახევარზე მეტია. და არც ის იქნება უსაფუძვლო,...








