საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩის გმირი ქართველთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომლის ფენომენალური თამაშის გარეშე კაცმა არ იცის რა ანგარიში დაფიქსირდებოდა. საინტერესოა, როგორ შეაფასა შეხვედრა ესპანურმა პრესამ — მოგეხსენებათ გიორგი „ვალენსიას” კარს იცავს.
AS წერს: „სიგიჟედ არ ჩაგვეთვლება თუ ვიტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების ნახევარზე მეტია. და არც ის იქნება უსაფუძვლო, თუკი მას ჯერჯერობით ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დავასახელებთ. მამარდაშვილი ვილი სანიოლის ნაკრებისთვის ფასდაუდებელია. სანამ შეეძლო (და კიდევ უფრო მეტ ხანსაც), მან გუნდი ფეხზე ამყოფა. რაც გააკეთა ჯადოქრობა იყო. საქართველო რომელსაც ჰყავდა ინერტული, იზოლირებული, დეპრესიული, ზედიზედ მეორე შეხვედრაში სანახევროდ ტრავმირებული კვარაცხელია, ევროპის ჩემპიონატს მამარდაშვილის წყალობით ჩაებღაუჭა. ის საღამოს მთავარი გმირი გახლდათ. მან ყველა დარტყმა მოიგერია.
მამარდაშვილის თამაში ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ასე ბარეორ მეკარს არ გაუბრწყინია. თუ „ვალენსია” მის გაყიდვას აპირებს, ოღონდ ჯერ ყველაზე გულუხვ შეთავაზებას ელოდება, მაშინ გუშინდელი თამაში ზედგამოჭრილი იყო. ქართველმა 11 დარტყმა მოიგერია. ვალენსიაში ეკონომიკური მოსაზრებების გამო ალბათ უკვე ხელებს იფშვნეტენ.”
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
