„არსენალის” ახალი მწვრთნელი უნაი ემერი დღეს 26 წლის ჯეკ უილშერს უნდა შეხვდეს და დაარწმუნოს, რომ ლონდონიდან წასვლა არ ღირს. უილშერი ერთი ხანია თავისუფალი აგენტია, რადგან „მეთოფეებთან” მის ძველ კონტრაქტს ვადა სეზონის დამთავრებისთანავე გაუვიდა. „არსენალის” ბოსები ნახევარმცველს ეუბნებიან, რომ მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ, ოღონდ მის ადრინდელ ხელფასს, რომელიც კვირაში 120 000 გირვანქას უდრიდა მეოთხედი დააკლდება. ამასობაში...
