რაც დრო გადის, ყოველ 13 მაისს სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ საოცრად გაგვიმართლა ცხოვრებაში. გაგვიმართლა, რომ ფაქტობრივად დაბადებიდანვე, თანდაყოლილ რეფლექსად თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრობა გვერგო. მხოლოდ ჩვენ არა – მთელ ჩვენს თაობას, ჩვენზე უფროს თაობას და მომდევნოსაც… ეს დაახლოებით იგივე იყო, რასაც დღეს ბარსელონაში დაბადებული ადამიანი „ბარსას“ მიმართ განიცდის, ან მიუნხენელი – „ბაიერნისადმი“. ჩვენი უსაყვარლესი…
უცხოეთიდან ერთი კარგი წიგნი მომივიდა. სქელი წიგნია, მშვენიერი ყდითა და თავისი საინტერესო ფოტოალბომით. ის დაუწერია „არსენალის“ კაპიტან ტონი ადამსს, რომელსაც გადაუწყვეტია, ჩემი არეული ცხოვრება პირუთვნელად უნდა აღვწეროო. თუმცა, „დაუწერია“ მთლად ზუსტი სიტყვა არ არის. დაწერით ეს წიგნი მავანმა განთქმულმა ჟურნალისტმა დაწერა ტონი ადამსის ნაამბობის საფუძველზე. წიგნი ერთი კარგი ბიოგრაფიული რომანივით იკითხება – ფეხბურთელის გულსა და…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes