ჭდე: ფორმულა 1

Home ფორმულა 1
ფერსტაპენის ფორმულა
ჩანაწერი

ფერსტაპენის ფორმულა

გასაკვირია, რომ მოვლენებით ესოდენ აღსავსე, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი სეზონის ბედი ერთ დღეს გადაწყდა. უფრო ზუსტად – ორსაათიან რბოლაში მოსაღამოებულ აბუ დაბიში. მაქს ფერსტაპენი და ლუის ჰამილტონი ფინალურ ეტაპზე თანაბარი ქულებით გავიდნენ – 369,5-369,5. მანამდე ბრიტანელმა ზედიზედ სამი რბოლა მოიგო და ჰოლანდიელს 19 ქულა ამოუქაჩა. საოცარი სეზონი დასასრულს უახლოვდებოდა. ტიტულის ორმა პრეტენდენტმა რბოლა წინა...

კიდევ ორი შანსი
ჩანაწერი

კიდევ ორი შანსი

მსგავსი ამბები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. ლუის ჰემილტონი მეტისმეტად დიდი ფიგურაა მსოფლიო სპორტში საიმისოდ, რომ ახალი კონტრაქტი „მერსედესთან“ სამუშაო ატმოსფეროში გააფორმოს. ბუნებრივია, იყო შამპანურიც, საზეიმო მიღებაც და კიდევ ორწლიან უკიდეგანო მეგობრობაზე საუბრები. ჰემილტონი „მერსედესში“ 2013 წლიდან გამოდის და შვიდიდან ექვსი საჩემპიონო ტიტულიც ამ გუნდთან ერთად მოიგო. ჯერ უცნობია, ვინ იქნება ამ საჯინიბოს მეორე პილოტი....

შუმახერს გადაასწრებს?
ჩანაწერი

შუმახერს გადაასწრებს?

ფორმულა 1-ს გერმანულმა საჯინიბო „მერსედესმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა ბრიტანელ ლუის ჰემილტონთან თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. წინა კონტრაქტს ვადა დეკემბერში გაუვიდა, ახალი კი ერთწლიანი იქნება. პრინციპში, ჰემილტონს მიზნის მისაღწევად ერთი წელიც ჰყოფნის და ამ სეზონში ჩემპიონობისთვის არაფერს დაიშურებს. ბრიტანელი უკვე 36 წლისაა და ყველაზე ელიტურ ავტორბოლებში თითქმის მაქსიმუმს მიაღწია. მის ანგარიშზეა ყველაზე მეტი მოგებული გრან-პრი (95) და...

ბოდიში ბაქოს. არ ჩამოვალთ
ჩანაწერი

ბოდიში ბაქოს. არ ჩამოვალთ

„ფორმულა 1“-ს ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2020 წელს აზერბაიჯანის, სინგაპურისა და იაპონიის გრან-პრი არ გაიმართება. პირველ ორ შემთხვევაში რბოლები ქალაქის პირობებში იმართება და სწორედ ამიტომ, ფორმულას ბოსებმა ჩათვალეს, რომ პანდემიის პირობებში საქალაქო ტიპის ტრასების მომზადება მეტისმეტად რთული იქნება და გარისკვა არ ღირს. სხვა ვითარებაა იაპონიაში: ქვეყნის ხელმძღვანელობამ საზღვრები ჩაკეტა და იაპონიაში უცხოელთა შესვლა აკრძალა. ხაზგასმულია,...

მამა, შე ძაან ძველო!
ჩანაწერი

მამა, შე ძაან ძველო!

ხანგრძლივი და მქუხარე აპლოდისმენტები – „ფორმულა 1“- ის ყოფილი პრეზიდენტი ბერნი ეკლსტოუნი ოთხგზის მამობისთვის ემზადება. ამ ამბავში გასაოცარი არაფერი იქნებოდა, ოქტომბერში უბერებელ ბერნის 90 წელი რომ არ უსრულდებოდეს. ინფორმაცია ბრიტანული გამოცემა Dayli Mail ავრცელებს და შვეიცარიულ Blick-ს იმოწმებს. ამავე გამოცემას მოჰყავს ეკლსტოუნის თანამეცხედრის, 44 წლის ფაბიანა ფლოზის სიტყვები: „როგორც ყველა მშობელს, გვინდა, რომ ჩვენი შვილი...

საიდუმლოდ პარიზში
ჩანაწერი

საიდუმლოდ პარიზში

ლეგენდარული მიხაელ შუმახერი პარიზში გადაიყვანეს. ეს ორშაბათს შუადღისას, სრულიად საიდუმლოდ მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქში ის ჟორჟ პომპიდუს საავადმყოფოში მოათავსეს. „ლე პარიზიენის” ინფორმაციით „ფერარის” ყოფილი პილოტის მკურნალობა მაქსიმალურად საიდუმლოდ წარიმართება. უბედური შემთხვევის შემდეგ შუმახერის მდგომარეობის შესახებ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დუმილს ამჯობინებენ. ფრანგულმა გამოცემამ კი დაწერა, რომ პარიზში მის მკურნალობას ექიმი ფილიპ მენაში უხელმძღვანელებს. შუმახერის მიღება...

მერსედესის კატასტროფა
ჩანაწერი

მერსედესის კატასტროფა

„ფორმულა 1“-ს მიმდინარე სეზონი „მერსედესის“ ისეთი უპირატესობით მიმდინარეობს, ინტრიგა უკვე მკვდარია. ბრიტანელი ლუის ჰემილტონიც უკვე შეირაცხა ჩემპიონად, თუმცა… ავსტრიის გრან-პრი „მერსედესის“ კატასტროფულ მარცხად იქცა. ლუის ჰემილტონი ფინიშზე მხოლოდ მეხუთე მივიდა. უკეთესად იასპარეზა მისმა თანაგუნდელმა ვალტერ ბოტასიმ, თუმცა მისი შედეგიც მხოლოდ პოდიუმის მესამე საფეხურისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ავსტრიაში „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა იპირველა და ინტრიგის ნაპერწკალი...

ორმეტრიანი კარიერა
ჩანაწერი

ორმეტრიანი კარიერა

ერნსტ ლოოფი უგამოჩენილესი გერმანელი ინჟინერია. თავის დროზე BMW- ში წამყვანი სპეციალისტი იყო და ლეგენდარული 328-ე მოდელის შემქმნელია. ამ მანქანამ ასზე მეტი რბოლა მოიგო. მათ შორის „ლე მანის 24 საათი“ და პირადად მისი პილოტობით „ბრეშიის 1000 კმ.“ მეტისმეტად თავდაჯერებულმა გენიოსმა საკუთარი ფირმა „ვერიტასი“ შექმნა და ფორმულა 1-ში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთა. გერმანიის გრან-პრიზე ლოოფი თავად დაჯდა საჭესთან...

ჩანაწერი

მერსედესი ფერარის უმოწყალოდ ჩაგრავს

ფორმულა 1-მა ჯერჯერობით მხოლოდ მეხუთე, ესპანეთის გრან-პრი მოილია, მაგრამ ინტრიგა უკვე მკვდარია. ყველა რბოლაში დუბლი შეასრულეს გერმანული საჯინიბოს პილოტებმა ლუის ჰემილტონმა და ვალტერ ბოტასიმ. „ფერარის“ ლიდერი სებასტიან ფეტელი მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. სეზონის სტარტზე იტალიელები იქადნებოდნენ, მანქანის ძრავში და აეროდინამიკაში ისეთი ცვლილებები შევიტანეთ, კონკურენციის არც კი გვეშინიაო. პირიქით კი აღმოჩნდა. სწორედ ბოლიდის აგრესიული აეროდინამიკური ფორმა...