ჭდე: ფიფა

Home ფიფა
თანამსაჯებს რობოტები შეცვლიან
ჩანაწერი

თანამსაჯებს რობოტები შეცვლიან

ბრიტანული „მირორი“ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ჯერ კიდევ 15 წლის წინ ამერიკის ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომ თანამსაჯები ვერ შეძლებენ ყოველთვის უშეცდომოდ განსაზღვრონ თამაშგარე მდგომარეობა… ამ დასკვნის გაგრძელება გახლავთ ესპანელი პროფესორის, ფრანსისკო ბალდის კვლევა. სინიორ ბალდი ბრძანებს, რომ თანამსაჯს ერთდროულად მხედველობის არეში უნდა ჰყავდეს 5 ობიექტი (ბურთი, ორი შემტევი და ორიც მცველი). რაც უფრო სწრაფად...

ცვლილება ფეხბურთის წესებში…
ჩანაწერი

ცვლილება ფეხბურთის წესებში…

პირველი ივნისიდან ფეხბურთის წესებში ცვლილება შევიდა. აქამდე, მეკარის მოედნიდან ბურთის თამაშში შეყვანისას არავის ჰქონდა ბურთთან შეხების უფლება საჯარიმოს ფარგლების გადაკვეთამდე. ახალი წესებით საჯარიმოში ბურთის გათამაშება ნებადართულია, თუმცა არა ფეხით. ახალ წესს ყველაზე პირველებმა ალღო „ბენფიკას“ და „მილანის“ გოლკიპერებმა აუღეს: აუწევ მცელს ბურთს, რომელიც თავურით გიბრუნებს და მერე ხელით გამიზნულ პასს აწვდი მოედნის ცენტრისკენ. ეს ხერხი...

მიშელ პლატინი დააკავეს
ჩანაწერი

მიშელ პლატინი დააკავეს

ფეხბურთის ლეგენდა უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი 18 ივნისის დილით დააკავეს და პოლიციის ანტიკორუფციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. საქმე ეხება მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლად ყატარის არჩევას… დადასტურებულია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე პლატინი ყატარის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შვეიცარიაში შეხვდა. ამბობენ, რომ ეს შეხვედრა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის – ნიკოლა სარკოზის თხოვნით შედგა. ასევე შეგახსენებთ, რომ...

ბრაზიანი კაცის რელიქვია
ჩანაწერი

ბრაზიანი კაცის რელიქვია

ძალიან დიდი ფიგურაა ჯონ ტერი. წლების მანძილზე უკაპიტნა ლონდონურ „ჩელსის“ და ინგლისის ნაკრებს. მარტო ის რად ღირს, რომ ფიფამ ოთხჯერ შეიყვანა მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. ჰოდა, მისტერ ტერი „სტემფორდ ბრიჯზე“ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. ექსკაპიტანმა გასახდელში თავისი ყოფილი კარადა დაიკავა და… მისივე ხელით დაწერილ წერილს გადააწყდა. „ახლოსაც არ ჩაუარო ჩემს კარადას. ყველაზე ბრაზიანი კაცი“. ეს...

ჩანაწერი

ბლატერი ფიფას 80 საათზე უჩივის

დამიბრუნონ ჩემი 80 საათი, ან გადამიხადონ შესაბამისი ფულადი კომპენსაცია – თქვა „ნიუ იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში იოზეფ ბლატერმა. როგორც აღმოჩნდა, ის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აგროვებდა საათების კოლექციას. რადგან მარტოხელაა, არ უნდოდა კოლექციის დაცვისთვის დამატებითი ხარჯები გაეღო და მას ფიფას ოფისში ინახავდა. პოსტიდან გადადგომის შემდეგ ზეპ ბლატერს პირადი ნივთების წაღების საშუალება არ ჰქონია. მოგვიანებით 120 საათი...

სიტიმ ახალ მესის დაუმიზნა
ჩანაწერი

სიტიმ ახალ მესის დაუმიზნა

„მანჩესტერ სიტი” 20 მილიონ გირვანქად არგენტინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. ლაპარაკია ტიაგო ალმადაზე, რომელსაც ახალ მესის ეძახიან. ალმადა „ველეს სარსფილდში” თამაშობს, „სიტის” კი პრობლემა აქვს — ფიფამ შეიძლება სატრანსფერო ბაზრიდან დროებით მოკვეთოს. ასეთ შემთხვევაში მანკუნიანელები ალმადას ესპანეთში თავიანთ პარტნიორ კლუბს, „ჟირონას” აყიდინებენ. ალმადა ჯერ მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ სკაუტებმა პეპ გვარდიოლას უთხრეს, რომ...

ორფანჯრიანი ისტორია
ჩანაწერი

ორფანჯრიანი ისტორია

რამდენიმე დღეში „მანჩესტერ სიტის” დასჯიან — ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოტოვება მოუწევს. ეს ცნობა ინგლისურმა პრესამ გაავრცელა. ფიფამ გამოიძია და დარწმუნდა, რომ „ქალაქელთა” კლუბი, ისევე როგორც სხვა ადრე მხილებული კლუბები, წესებს არღვევდა და არასრულწლოვანების გადაბირებას ეწეოდა. სავარაუდოდ, „სიტი” ისევე დაისჯება, როგორც თებერვალში დაისაჯა „ჩელსი”. ფიფას მავანმა თანამშრომელმა „სანს” უთხრა: „ჩვენ „მანჩესტერ სიტის” საქმიანობას დიდი ხანია ვიძიებთ. ახლა...

ჩელსის ორი წლით მოკვეთავენო
ჩანაწერი

ჩელსის ორი წლით მოკვეთავენო

„ჩელსის” ორწლიანი სატრანსფერო დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიზეზი: უცხოელი ბავშვების გადაბირება. ასეთი მკაცრი სასჯელი დასავლეთ ლონდონელებს 18 თვის წინ გაყიდული ფეხბურთელის გამო ელით. „ფუტბოლ ლიკსის” ცნობით ფიფას შესაბამისი სამსახურები „სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ 19 ყმაწვილის უკანონოდ მიყვანის საქმეს იძიებენ. ძიება ჯარ არ დამთავრებულა. საბუთები, რომელთა თანახმად „ლურჯებს” ზემოთ ნახსენები ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელით, ამ ბოლო დროს გააქტიურებულმა „ფუტბოლ ლიკსმა”...