ლაიპციგში, სადაც დღეს კონფერენციის თასის ფინალი უნდა გაიმართოს ფანებმა იჩხუბეს. არეულობის კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. „კრისტალ პალასი“ „რაიო ვალეკანოს“ ხვდება. პოლიციელთა საგანგებო დანიშნულების რაზმი ქალაქის ცენტრში იყო დისლოცირებული. სწორედ ამ რაზმმა ჩაახშო ინციდენტი, რომელიც ვინ იცის რით დამთავრდებოდა. ერთ-ერთ ირლანდიურ პაბთან ორ ჯგუფ დაყოფილი ხულიგნები მათ დააშორიშორეს. „სანი“ ქომაგების პოსტებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქში ქაიოსი...
ჭდე: ფეხბურთი
საუდელი საუდის გასაჭირი
წესით „ლანსის“ მცველი საუდ აბდულჰამიდი მსოფლიოს ჩემპიონატზე საუდის არაბეთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი უნდა იყოს, მაგრამ… ამისათვის გუნდს უნდა შეუერთდეს. ის კი ამსტერდამში ჩარჩა. პასპორტი მოპარეს. საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ აბდულჰამიდი ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. „ფეხბურთელი რიადისკენ ვერ გამოფრინდა, რადგან ამსტერდამში, სადაც ოჯახთან ერთად საკუთარ ქორწილში იმყოფებოდა, მისი ავტომობილი...
ალვარესის ამბავი გრძელდება
რამდენიმე დღეა, რაც „ბარსელონას“ „ატლეტიკოსგან“ არგენტინელი თავდამსხმელის ხულიან ალვარესის ყიდვის იმედი კვლავ გაუღვივდა. საქმე ის არის, რომ ალვარესმა „მატრასების მკერავებთან“ ახალი კონტრაქტის დადებაზე უარი თქვა, რაც კატალონიაში სასიკეთოდ საქმედ მიიჩნიეს. ესპანური პრესის ცნობით თავად „ატლეტიკოსაც“ დაეტყო, რომ გასულ სეზონში 49 შეხვედრაში 20 გოლის გამტანი არგენტინელის გაყიდვაზე უარს არ იტყვის, თუმცა ამას მხოლოდ თავის პირობებზე დაუშვებს....
ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
RedBird Capital Partners არის ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2014 წელს ნიუ-იორკში დააფუძნა ბიზნესმენმა ჯერი კარდინალემ. ის განაგებს მილიარდობით დოლარის კაპიტალს და სპეციალიზებულია რამდენიმე ძირითად სექტორზე: სპორტი, მედია, გასართობი ინდუსტრია, ტექნოლოგიები და ფინანსები. RedBird იტალიური საფეხბურთო გიგანტის „მილანის“ მფლობელიცაა და სწორედ ამიტომ დაიბარა ხსენებულმა კარდინალემ გუშინ დილით ქალაქ მილანის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში კლუბის...
ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
„მანჩესტერ იუნაიტედის’’ ლეგენდას როი კინსა და პორტუგალიელ ვარსკვლავს, ბრუნო ფერნანდესს შორის შავმა კატამ გაირბინა. მოგეხსენებათ ისინი გუნდის ყოფილი და ამჟამინდელი კაპიტნები არიან. ფერნანდესს კინის ერთი ბოლოდროინდელი ნათქვამი არ მოეწონა და უპასუხა. არც პასუხის პასუხმა დააყოვნა. საქმე ასე იყო: პორტუგალიელმა საგოლე პასებში პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, ბოლო დღეს „ბრაიტონთან’’ 21-ე ასისტი შეასრულა. ამაზე 54 წლის კინმა თქვა,...
არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
აწ უკვე გასულ სეზონში დაკნინებულმა „ტოტენჰემ ჰოთსფურმა“ პრემიერლიგაში ადგილი მხოლოდ ბოლო დღეს შეინარჩუნა. რობერტო დე ძერბის გუნდმა პალინიას გოლით „ევერტონს“ 1:0 მოუგო და „ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუზე“ შეკრებილი ხალხი სიხარულით ცას სწია. შესაბამისად, გავარდა „ვესტ ჰემი“, რომელსაც „ლიდსთან“ 3:0-მა ვერ უშველა. „ჩაქუჩები“ ჩემპიონშიფში „ბარნლისა“ და „ვულვერჰემპტონს“ შეუერთდებიან. არადა, მათ 2023 წელს კონფერენციის ლიგა მოიგეს… ბოლო ჯერზე...
…მთელს თამაშად ღირდა
ლა ლიგის ბოლო ტურმა AS-ს 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ანი ერნო გაახსენა, რომელმაც თქვა: „გიყვარდეს ის, რასაც ვერასდროს ნახავ ორჯერ’’. ესპანური გაზეთი წერს, რომ ამიერიდან „ატლეტიკოს’’ გულშემატკივრები მოედანზე ვეღარასდროს ნახავენ ანტუანს, გრიზის, გრიზუს, „პატარა უფლისწულს’’ – ანტუან გრიზმანს, რომელიც წლების განმავლობაში თავისი მხოლოდ ყოფნითაც კი ავსებდა მოედანს. იგივე შეიძლება ითქვას ვილიარეალელ დანიზე, ტვინზე,...
ლივერპულში ჩარჩენილები
„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე...
დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ
Liverpool Echo-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოქვეყნდა. საიტი, რომელიც „ლივერპულის’’ ამბებს აშუქებს წერს: „თუკი მერსისაიდელ ფანებს დაეუფლათ შეგრძნება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია საკმარისზე მეტად ნახეს, მათი გაგება შეიძლება, თუმცა ქართველს „ენფილდზე’’ წითელი მაისურით რომ ეთამაშა ამ ხალხის დამოკიდებულება შეიძლება სულ სხვანაირი ყოფილიყო. 25 წლის გარემარბმა „პარი სენ ჟერმენის’’ ჯამურ 4:0 გამარჯვებაში საკვანძო როლი...
სიგიჟე და კამავინგა
პოპულარულმა ესპანურმა გაზეთმა AS „ბაიერნისა’’ და „რეალის’’ საოცარ – ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ – შეხვედრაზე დაწერა: „შეიძლება ბოლო თვეების ან სულაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ასე აღარ ჩანდა, მაგრამ დიახ, ესეც „რეალი’’ იყო, გუნდი, რომელიც გადარჩენის აუხსნელი ინსტინქტით სამოცდაათი წლის განმავლობაში ევროპას შიშის ზარს სცემდა. ასე დამაჯერებლად თავს არავინ იმკვდარუნებს. მის მიერ დაგებულ ხაფანგში ყველაზე...









