ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე, ქართველ ხმლით მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე 2022/23 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა და საპატიო პრიზი გადაეცა. სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ფარიკაობაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ამავე კონგრესის გადაწყდა, რომ, 2025 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.
ჭდე: ფარიკაობა
ეგვიპტეში თბილისი გადაწყვიტეს
დღეს, 25 ნოემბერს, ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ფარიკაობის საერთაშირო ფედერაციის (FIE) კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს – 2025 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი უმასპინძლებს. კონგრესზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 134-დან 120 დელეგატმა დაუჭირა.
მუხლმოდრეკილი
გახსოვთ მეგან რაპინო? ამერიკელი ვეტერანი ქალი ფეხბურთელი, რომელმაც ამას წინათ საფრანგეთში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა და აშშ-ს ნაკრების მეოთხედ გაჩემპიონებაში დიდი წვლილი დაიდო. მონდიალის მიმდინარეობისას, რაპინო მედიის ყურადღების ცენტრში დონალდ ტრამპის კრიტიკის გამო მოექცა. მან აშშ-ს პრეზიდენტს რასისტი უწოდა და მისი პოლიტიკური საქმიანობა დაგმო. ოკეანისგაღმელთა საფეხბურთო ნაკრების ლიდერი უფრო შორსაც წავიდა და თეთრ სახლი...


