ფაბიო კარვალიუმ „ნიუკასლის” გულშემატკივრებს გულები გაუხეთქა, 90+8-ე წუთზე გაიტანა, რის შედეგადაც „ლივერპულმა” 2:1 მოიგო და მოედნის კიდესთან სათადარიგოთა სკამებს შორის გაწევ-გამოწევა ატყდა. მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა კი თქვა, რომ „ნიუკასლი” დროის გაყვანის გამო ასეთი დასასრულის ღირსი იყო. როდესაც კარვალიუმ გამარჯვების გოლი შეაგდო, „ნიუკასლის” სკამიდან მასპინძლების სკამისკენ რაღაცების სროლა დაიწყეს. თავის მხრივ კლოპი და მისი გარემოცვა...
