ჭდე: უეინ რუნი

Home უეინ რუნი
რეშფორდმა კანტონას გადაასწრო
ჩანაწერი

რეშფორდმა კანტონას გადაასწრო

ინგლისური პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერმა“ გოლების გატანით გული იჯერა და „საუთჰემპტონს“ 9:0 მოუგო. ერთბაშად ცხრა გოლი მანკუნიანელებს 26 წელიწადია არ გაეტანათ. 1995 წელს ასევე 9:0 მათ „იფსვიჩს“ მოუგეს. „წმინდანებმა“ კი ასეთივე ანგარიშით შარშანაც წააგეს – მათი ცოდვა „ლესტერმა“ დაიდო. 9:0 კი პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდია. ცხრა გოლიდან ერთი რეშფორდმა გაიტანა. ეს მარკუსისთვის „მანჩესტერის“ მაისურით გატანილი...

რუნის ოფიციალური დერბი
ჩანაწერი

რუნის ოფიციალური დერბი

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, უეინ რუნიმ, მოთამაშის კარიერა დაასრულა და „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. „შრეკი“ ჯერ „ვერძების“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, შარშან, ნოემბრიდან კი, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიდერლანდელი ფილიპ კოკუ შეცვალა. ოღონდ მინიშნებით – დროებითი. დღეს მან კლუბთან 2,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლეოს 22 აცილებული
ჩანაწერი

ლეოს 22 აცილებული

პენალტის შესრულებას, ბუნებრივია, ოსტატობა სჭირდება, მაგრამ პირისპირ დარჩენის შემდეგ დამრტყმელის შანსი მეკარისაზე გაცილებით მაღალია. ამის მიუხედავად, პენალტები სუპერვარსკვლავებსაც უფუჭდებათ. ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა დათვალეს, ევროპის ტოპ-5 ლიგაში ვინ გააცუდა ყველაზე მეტჯერ 11-მეტრიანი დარტყმა XXI საუკუნეში. იცით ვინ არის ანტილიდერი? ლეო მესი! თურმე არგენტინელს ჯამში 22 პენალტი გაუცუდდა. მეორე-მესამე ადგილებს კრიშტიანუ რონალდუ და ფრანჩესკო ტოტი იყოფენ –...

მისგან გაცილებით მეტი ვისწავლე, ვიდრე ნებისმიერი სხვა მწვრთნელისგან
ჩანაწერი

მისგან გაცილებით მეტი ვისწავლე, ვიდრე ნებისმიერი სხვა მწვრთნელისგან

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი უეინ რუნი ამბობს, რომ ლუის ვან გაალი „ოლდ ტრეფორდიდან” არ უნდა გაეშვათ. ჰოლანდიელი მწვრთნელი რომ დარჩენილიყო, ჩვენი გუნდი ახლა გაცილებით ძლიერი იქნებოდაო. წიგნში, „ლვგ — მწვრთნელი და ტოტალური პიროვნება” რუნი ჰყვება, რომ 2016 წელს ცნობამ იმის შესახებ, რომ ვან გაალი „იუნაიტედის” თავკაცის თანამდებობიდან მოხსნეს, სახტად დატოვა. ვან გაალმა „მანჩესტერ იუნაიტედის” სათავეში...

ვიაგრა დალია და დაეძგერა!
ჩანაწერი

ვიაგრა დალია და დაეძგერა!

რა ისტორიები არ გადახდებათ ხოლმე ფეხბურთელებს. კარლტონ კოულმა, მაგალითად, ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებების ამხანაგური თამაშის წინ ვიაგრა დალია და… არა, მატჩის მსვლელობისას არავინ დაზარალებულა. კოულმა ვიაგრა შეცდომით დალია, ვიტამინი ეგონა, მაგრამ წამალმა იმოქმედა. „რასაკვირველია, იმოქმედა. სექსულაურად არ ავღგზნებულვარ, მაგრამ ენერგია კი მოჭარბებულად მქონდა და ბევრი ვირბინე”, — სიცილით იგონებს 36 წლის ვეტერანი. ეს მოხდა 2009...

ფეხბურთელები კუთხეში!
ჩანაწერი

ფეხბურთელები კუთხეში!

პრემიერლიგის კლუბების ნაწილი შიშობს, რომ ხელფასების შეკვეცის გამო დიდი არეულობა იწყება და შექმნილი მდგომარეობა მათ თავიანთ საუკეთესო ფეხბურთელებთან დააპირისპირებს. თავიდან იყო წინადადება, ყველა მოთამაშემ 30 პროცენტი მოიკლოს ან ხელფასების აღება გადავუვადოთო, მაგრამ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ეს იდეა არ მოიწონა. ასოციაცია შიშობს, რომ გასამრჯელოს ასეთი საყოველთაო დაკლება სახელმწიფოს გადასახადების სახით 200 მილიონ გირვანქას დააკარგინებს. იმავდროულად გაირკვა,...

რუნი ქინქლაძის ნაკვალევზე
ჩანაწერი

რუნი ქინქლაძის ნაკვალევზე

ინგლისურ ფეხბურთთან წლინახევრიანი განშორების შემდეგ უეინ რუნი კუნძულზე დაბრუნდა და პირველივე შეხვედრაში „დერბი ქაუნთის“ კაპიტნის სამკლავურით შეუძღვა მოედანზე. მისმა გუნდმა „ბარნსლი“ 2:1 დაამარცხა, ახალგამომცხვარმა კაპიტანმა კი საგოლე პასი მიითვალა. უეინმა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა, სამი ართმევა გაახერხა და რამდენჯერმე მსაჯსაც ეკამათა. მოკლედ, ისევ ის რუნია. მან 32 ნომერი აირჩია, რაც თავიდან საბუკმეკერო კანტორა 32 RED-ის...

კაი და სანჩო
ჩანაწერი

კაი და სანჩო

ჟურნალისტები და სპეციალისტები წინა სეზონის რჩეულთა გამოვლენას შეუდგნენ. მათ Golden Boy-ს, იგივე „ოქროს ბიჭუნას“ პრიზის ახალი მფლობელი უნდა გამოავლინონ. ვიდრე უშუალოდ პრიზისთვის ბრძოლაში ფავორიტებს წარმოგიდგენდეთ, ორიოდ სიტყვით თავად დაჯილდოების შესახებ გიამბობთ. სპორტული მედიის 40 წარმომადგენელი ყოველი წლის ბოლოს, ევროპაში მოთამაშე საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელთა ასეულს ადგენს და გამარჯვებულს აჯილდოებს. პირველად დაჯილდოების ცერემონიალი 2003 წელს ჩატარდა და...

ყაზაიშვილს და კაშიას დოლარები დაუთვალეს
ჩანაწერი

ყაზაიშვილს და კაშიას დოლარები დაუთვალეს

ამერიკულმა მედიამ MLS-ის კლუბების ბიუჯეტი და მათი ფეხბურთელების ჯამაგირი გამოარკვია. თურმე, სან ხოსეში, სადაც ორი ქართველი ირიცხება, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილია. საქართველოს ნაკრების შემტევი ყოველწლიურად 1 475 004 დოლარს იღებს. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი ასევე ერთადერთია კლუბში, ვისი ხელფასიც მილიონზე მეტია. ყაზაიშვილს, თვით კლუბის ლეგენდასა და MLS-ის ახლალგამომცხვარ საუკეთესო ბომბარდირ კრის ვონდოლოვსკიზე მეტი აქვს. ვონდოლოვსკი...

ჩანაწერი

უეინ რუნი გორილაა და კუდი აქვს

უეინ რუნის ჯონათან როსის რინგზე გაყვანა და ცემა უნდა. უეინ რუნი გასაგებია ვინც არის — „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 120 თამაში აქვს ჩატარებული; ახლა ის აშშ-ს „D.C. იუნაიტედში” თამაშობს — ჯონათან როსი კი ჩვენი მკითხველისთვის ნაკლებად უნდა იყოს ცნობილი. ის გახლავთ ინგლისელი ტელე და რადიო წამყვანი, კინოკრიტიკოსი, კომიკოსი და მსახიობი, რომელმაც ჯერ...