ფრანგულმა „ეკიპმა” დაწერა, რომ თუკი „ინტერი” მეკარე ანდრე ონანას გაყიდის, მის ნაცვლად ვეტერანი უგო ლორისის შეძენას მოინდომებს. ციტატა გაზეთიდან: „მართალია უგო ლორისი საუდის არაბეთში აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ ევროპული კლუბები მას სთხოვენ არ იჩქაროს, რადგან მეკარეების ბაზარი სადაცა არის იფეთქებს. ყველაფერი „ინტერთან” გახლავთ დაკავშირებული. „ნერაძური” ეძებს გოლკიპერს, რათა „მანჩესტერ იუნაიტედში” წასვლის შემთხვევაში კამერუნელი ანდრე ონანა შეცვალოს....
ჭდე: უგო ლორისი
სამმაგი შესთავაზა…
ცნობილი გახდა საუდის არაბეთის იმ კლუბის ვინაობა, რომელშიც, შესაძლოა, „ტოტენჰემის“ ფრანგი მეკარე უგო ლორისი გადავიდეს. ლორისის მიწვევით „ალ-ჰილალია“ დაინტერესებული, რომელიც მზადაა გუნდში გადასვლის შემთხვევაში მეკარეს ხელფასი გაუსამმაგოს. თავად ფრანგი კი არაბული კლუბის შეთავაზებას სწავლობს. 36 წლის ლორისი „ტოტენჰემში“ 2012 წლიდან თამაშობს. მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლონდონელებთან ერთად კარიერის განმავლობაში ლორისს არც ერთი...
ლორისმა საფრანგეთი დაამთვრა
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა და მეკარემ უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაამთავრა. ამის შესახებ 36 წლის ფეხბურთელმა ფრანგულ პრესასთან ისაუბრა. „მოვიდა დრო, საფრანგეთის ნაკრებმა განვითარება ახალ თაობასთან ერთად განაგრძოს. გუნდი მზად არის უჩემოდ სათამაშოდ, თაობათა ცვლა და განახლება – ბუნებრივი პროცესია. გამიმართლა, რომ ჩემმა თაობამ ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალი დატოვა და ამას ვერავინ უარყოფს“, – თქვა...
ტერ შტეგენი მამლებში?
ბარსელონას მეკარემ, ანდრე ტერ შტეგენმა, კარიერა, შესაძლოა, ინგლისურ „ტოტენჰემში“ გააგრძელოს. ლონდონელები მას უგო ლორისის შემცვლელად მოიაზრებენ. ფრანგი კარის დარაჯი ხომ დეკემბერში 36 წლის ხდება. 30 წლის ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში გერმანელმა 9 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაუშვა. კატალონიურ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება. ლორისი „მამლების“...
ლორისი კონტეს გამო რჩება
უგო ლორისის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა დამთავრდა. ფრანგმა მეკარემ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბოლო კვირების განმავლობაში „სფურზის“ კაპიტნის მომავალი გაურკვეველი იყო. მის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გაუდიოდა. ახალ ხელშეკრულებაზე მხარეები ვერ თანხმდებოდნენ — ლორისს ჩრდილოეთ ლონდონში დარჩენა თითქოსდა აღარ უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა. მსოფლიოს ჩემპიონი „ტოტენჰემში“ 2024 წლამდე დარჩება. ამ ამბავმა „სფურზის“ მწვრთნელი...
პოჩეტინო ყოფილ კლუბს დაერევა
„ტოტენჰემ ჰოთსპური” ბრძოლისთვის ემზადება — მაურისიო პოჩეტინოს უგო ლორისის „პარი სენ ჟერმენში” გატაცების შესაძლებლობა არ უნდა მისცეს. ლონდონელები, როგორც ჩანს, კაპიტნის პარიზში გაქცევას მაინც არ გამორიცხავენ და სამარქაფო ვარიანტს ამზადებენ. მათ „ვესტ ბრომვიჩიდან” სემ ჯონსტონის ან „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დინ ჰენდერსონის გადაბირება დაუგეგმავთ. „სფურზის” ყოფილი, წარმატებული თავკაცი, არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო „პარი სენ ჟერმენში” მუშაობას დაყაბულდა. პსჟ...
გადარჩა!
„ტოტენჰემი“ – „აიაქსის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის 32-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ამსტერდამელთა საჯარიმოში, საჰაერო ბრძოლისას, ტოტენჰემელთა მცველი იან ვერტონგენი, ნახტომში თანაგუნდელ ტობი ალდერვეირელდს თავით შეეჯახა, სტუმართა მეკარე ონანასგან კი მსუბუქი მუშტი მიიღო. ექიმები ხუთი წუთის განმავლობაში დასტრიალებდნენ თავს გასისხლიანებულ 32 წლის ბელგიელს. მას ცხვირიც გატეხილი ჰქონდა. რამდენიმე ნაკერი დაადეს და მინდვრიდან გაიყვანეს, სადაც მან...
ვიდეორეფერი, სალაჰი და სხვა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულმა” „პორტუს” 2:0 მოუგო. გოლები გაიტანეს კეიტამ და ფირმინომ, მო სალაჰი კი ყველაზე მეტად სადავო ეპიზოდის გამო მოხვდა ყურადღების ცენტრში — მერსისაიდელთა 26 წლის ვარსკვლავი დანილო პერეირასთან ორთაბრძოლის ეპიზოდში გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ეგვიპტელი დაინდო, არადა თავად ინგლისური პრესა წერს, რომ მას მეტოქისთვის ფეხის მოტეხა შეეძლო. ზოგიერთმა საიტმა გულშემატკივართა კომენტარებზე გაამახვილა ყურადღება. თვალში საცემია...






