ყაზანის „რუბინმა“ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსული პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების განაცხადიდან ამოიღო. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანების გამო ხვიჩა დროებით ამოიღეს განაცხადიდან და მას მონტასარ ტალბი ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ხვიჩამ „რუბინის“ მაისური 23-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 8-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. ქართველის გადაბირება რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს, ყველაზე სერიოზულად...
ჭდე: ტოტენჰემ ჰოთსპური
ასე იაფი სიტი
ინგლისში პრემიერლიგის 2021-2022 წლების სეზონი ქომაგებს ღია კარით ხვდება. არის მოლოდინი, რომ დასწრება ისეთივე იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო. ბუნებრივია, დიდ ფეხბურთს დანატრებული ფანობა აბონემენტებს შეიძენს. დამდეგი სეზონისთვის აბონემენტის ფასები კლუბებმა უკვე გამოაქვეყნეს. ყველაზე ძვირი „არსენალის“ ქომაგობა ჯდება – 891 გირვანქა; ოდნავ იაფია „ტოტენჰემის“ აბონემენტი (807 გირვანქა); მესამე კი სიძვირით „ლივერპულია“ (685 გირვანქა). და სად არის...
პოჩეტინო ტოტენჰემში დაბრუნდება?
ვერ გეტყვით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დროს ავსებენ თუ რა ხდება, მაგრამ ინგლისური პრესა წერს, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავმჯდომარე დენიელ ლევი მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა და დაბრუნება სთხოვა. ამბობენ, არგენტინელი ჩრდილოეთ ლონდონში მართლა რომ დაბრუნდეს, ნუ გაგიკვირდებათო. საყვარელი მწვრთნელის ხელმეორედ მიყვანა „სფურზის” თავმჯდომარეს ჰარი კეინის დასატოვებლადაც უნდა. შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო „ტოტენჰემიდან” 2019 წლის ნოემბერში, ხუთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ...
ჰარი ენდის შემდეგ
ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად 4:2 მოუგო „ლესტერს“. შედეგად, ლონდონურმა კლუბმა კონფერენსლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო „მელიები“ ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა და ევროპა ლიგაზე გადაისროლა. თუმცა, ამ მატჩში სხვა საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – ტოტენჰემელმა ჰარი კეინმა გოლი შეაგდო, რამაც პრემიერლიგის ბომბარდირი გახადა. ინგლისელმა თავდამსხმელმა სეზონში თავი 23-ჯერ გამოიჩინა, პლუს 14 საგოლე პასიც გაახერხა და 27...
ჟოზე აღარ არის განსაკუთრებული
11 აპრილს „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის 31-ე ტურში „მანჩესტერთან“ 1:3 დამარცხდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჟოზე მოურინიომ ლიგაში ერთ სეზონში 10 მატჩი წააგო. ორი წლის წინ „დეზების“ მთავარ მწვრთნელად დანიშნულ სეუ ჟოზეს კონტრაქტი 2023 წლის ზაფზულამდე აქვს. მანამდე მას „ჩელსიში“, „მანჩესტერში“, „რეალში“, „ინტერში“ და „პორტუში“ აქვს ნამუშევარი და ერთ სეზონში 10-ჯერ არასოდეს დამარცხებულა.
განსაკუთრებულს წასასვლელად ამზადებენ
„ტოტენჰემში“ ჟოზე მოურინიუს მუშაობას წყალი შეუდგა. ლონდონურმა კლუბმა ბოლო ექვს მატჩიდან ხუთი წააგო. ზედაც ასოციაციის თასი მიაყოლა, როდესაც „ევერტონთან“ დამატებით დროში დამარცხდა. ამდენს კი, განსაკუთრებულსაც არ პატიობენ და მის წასვლაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ. მეტიც, გაჟონა ინფორმაციამ, თუ ვინ იქნება მოურინიოს შემცვლელი „ტოტენჰემში“. The Telegraph-ის ინფორმაციით, „ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი უილიან ნაგელსმანი ქვეყანასაც შეიცვლის, კლუბსაც და „დეზებს“...
კარგი კითხვაა, მაგრამ თქვენ მასზე პასუხის ღირსი არ ხართ
ეს იყო შეხვედრა ავდარში, სადაც თომას ტუხელის „ჩელსი” სრიალა მოედანზე ჰოკეის გუნდივით ათამაშებდა ბურთს, ჟოზე მოურინიუს „ტოტენჰემ ჰოთსპური” კი მას რეტრო-სტილით უპირისპირდებოდა. „ჩელსიმ” მოიგო 1:0. „სფურზმა” ზედიზედ მესამედ წააგო. ეს გახლდათ ჟოზე მოურინიუს ზედიზედ მეორე მარცხი საკუთარ მოედანზე, ასეთი რამ კი პორტუგალიელ მწვრთნელს აქამდე არასდროს მოსვლია. შედეგად, 21 თამაშის შემდეგ, „ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეოთხე...
ერიკსენს კარისკენ მიუთითეს
მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ბეპე მორატამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბი აღარ აპირებს კრისტიან ერიკსენთან თანამშრომლობას. 28 წლის დანიელს ტრანსფერზე დააყენებენ და იანვარში გაყიდიან. არადა, მოლოდინი სულ სხვაგვარი იყო. „ტოტენჰემში“ გატარებული 7 დიდებული სეზონის შემდეგ მისგან „ინტერში“ არანაკლებს ელოდნენ, მაგრამ ერიკსენი გუნდს აშკარად ვერ მოერგო. წლეულს შემტევმა ნახევარმცველმა 8 შეხვედრაში ვერც გოლით და ვერც საგოლე პასით...
ლმპარდისთვის ჩემპიონობა ადრეა
წუხელ ლონდონის „ჩელსის“ ცხრა მატჩიანი წაუგებელი სერია „ევერტონმა“ შეწყვიტა. მატჩის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ ადრეა. „სეზონი გრძელია. თუ ხალხი თვლის, რომ ჩვენ ამ სეზონში ჩემპიონობის ღირსნი ვარ, რადგან საუკეთესო შემადგენლობა გვყავს, ეს სასაცილოა. როდესაც შემადგენლობებზე დაიწყებთ საუბარს, ჯერ გადახედეთ იმ გუნდებს, რომლებმაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე...
ჟოზეს თერთმეტივე უნდა შეეცვალა
„ანტვერპენთან” 0:1 წაგების შემდეგ, ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ შესვენებაზე „ტოტენჰემის” ყველა ფეხბურთელის შეცვლა უნდოდა. განრისხებულმა პორტუგალიელმა, ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ დღეს, დილის 11 საათზე, ბაზაზე დაიბარა მთელი გუნდი. მართალია, მოურინიუს პირველი ტაიმის შემდეგ მთელი გუნდის შეცვლა უნდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია და ამიტომ ოთხი ცვლილებით დაკმაყოფილდა. გამოცვლილთა შორის იყო გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი დელე ალი. შესვენებისას „სფურზი” უკვე...







