ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის ბიორნ ბორგის შვილი მამის კვალზე წავიდა და ხელში ჩოგანი აიღო. ლეო ბორგი 17 წლის არის და მალიორკაზე, რაფაელ ნადალის აკადემიაში ვარჯიშობს. თუ როგორი ჩოგბურთელია ლეო, ამას ტონი ნადალისგან გაიგებთ, რომელიც რაფას ბიძა და ყოფილი მწვრთნელია. „ლეო შესანიშნავია, თუმცა მისთვის რთული იქნება მამის კვალზე წასვლა. მით უფრო, რომ შედარებები მალე დაიწყება. ერთი რაც...