აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ყოფილი ექიმი ლარი ნასარი სქესობრივი ძალადობის შვიდ ეპიზოდში ცნეს დამნაშავედ. როგორც ირკვევა, მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტორი თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით სარგებლობდა და ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა (განსაკუთრებით კი ტანმოვარჯიშეთა გუნდში), გოგოებს აცდუნებდა. ახლა, 54 წლის ნასარს შეიძლება 25 წელი მიუსაჯონ, თუმცა არც სამუდამო პატიმრობაა გამორიცხული. ბრალდებულმა თქვა: “ვწუხვარ, რომ ყველაფერი დაემსგავსა ასანთის გაკვრას, რომელმაც...
