ჭდე: ტაკუმი მინამინო

Home ტაკუმი მინამინო
შედეგი კარგია, თამაში – ჯერ არა.
ჩანაწერი

შედეგი კარგია, თამაში – ჯერ არა.

„ლივერპულმა“ „ბრენტფორდს“ 3:0 მოუგო. ეს იყო ძალიან საჭირო შედეგი, მაგრამ არ იყო ის თამაში, რომელიც მერსისაიდელებს „მანჩესტერ სიტის“ გაუტოლებს. ინგლისურ პრესაში წერენ, რომ „წითლებს“ პეპ გვარდიოლას გუნდის დასაწევად სეზონის დარჩენილ პერიოდში თითქმის იდეალური ფეხბურთის თამაში დასჭირდებათ. „სიტი“ ხომ ის გუნდია, რომელმაც ზედიზედ 12 თამაში მოიგო და მისი „ტახტიდან ჩამოგდება“ იოლი საქმე არ არის. თუმცა ისიცაა,...

როცა სალაჰი არ გწყალობს
ჩანაწერი

როცა სალაჰი არ გწყალობს

„კარაბაოს“ თასის ნახევარფინალში „ლივერპული“ 66 წუთის განმავლობაში რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, თან შინ, მაგრამ „არსენალს“ ვერ მოუგო — 0:0. იურგენ კლოპის გუნდმა ვერაფერი მოუხერხა შეუვალ „მეთოფეებს“, რომელთაც პირველ ტაიმში გრანიტ ჯაკა გაუგდეს პირდაპირი წითლით დიოგო ჟოტას წინააღმდეგ სულელური უხეშობის გამო. ეს ჯაკას მეხუთე გაძევება იყო „მეთოფეების“ მაისურით. მთავარი, რაც ამ შეხვედრის მიმოხილვისას უნდა ვთქვათ არის ის,...

ლივერპულელის ტყაპუნი
ჩანაწერი

ლივერპულელის ტყაპუნი

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ტაკუმი მინამინო გინესის რეკორდების წიგნში იყო. შვიდი წლის წინ მან წუთში ყველაზე მეტ ადამიანს დაჰკრა ხელი ხელს (high-fives). მინამინომ რეკორდი 2014 წელს დაამყარა, როდესაც სამშობლოში, იაპონიაში, „სერესო ოსაკაში“ თამაშობდა. რეკორდი ასეთი იყო: 187 ხელდაკვრა 60 წამში. მაგრამ, მინამინოს შედეგმა ორ წელიწადს გაძლო. 2016-ში, მავანმა კაისერ პერმანენტე სან დიეგომ 290-ჯერ დაჰკრა ხელი ხელს. „დიახ,...