„რეალმა” ისევ მოიგო; ისევ სერხიო რამოსის პენალტით. ესპანეთში, „ბარსელონას” მხარდამჭერმა მედიამ ისევ ჩივილი დაიწყო. მსაჯმა გონსალეს გონსალესმა პენალტი VAR-ის მითითებით დანიშნა. ანუ, ვიდეორეფერი რომ არა, არბიტრი ამ ეპიზოდს ალბათ შეუმჩნეველს დატოვებდა, მაგრამ მონიტორზე გადამოწმების შემდეგ ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა: დანი გარსიამ მარსელო წააქცია. სერხიო რამოსმა მორიგი გოლი შეაგდო. კატალონიური პრესა კი ჩივის, რომ რამდენიმე წუთის...
