„ვესტ ბრომვიჩის” ფანები აღშფოთდნენ, რისი მიზეზიც „ჩელსის” ბოლო გოლის წინ, კაი ჰავერცის ხელით თამაში იყო. ეს გოლი ტამი აბრაჰამმა მსაჯის მესამე წამატებულ წუთზე გაიტანა. შედეგად, თამაში 3:3 დამთავრდა. ფრენკ ლემპარდის გუნდი პირველ ტაიმში არაფრად ვარგოდა და 0:3 წააგო, შესვენების შემდეგ კი ინიციატივა იგდო ხელთ და სამი გოლი შეაგდო. ინგლისური პრესა წერს, რომ დასავლეთლონდონელთა ასეთ გადასხვაფერებას...
