ჭდე: სერია A

Home სერია A
გოგლიჩიძის მორიგი სოლიდური თამაში
ჩანაწერი

გოგლიჩიძის მორიგი სოლიდური თამაში

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „ბოლონიასთან’’ 1:1 ითამაშა და შინ ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. გუნდი 21 ქულით მე-14 ადგილზეა. იტალიური საიტები ქართველი მცველის თამაშს ასე აფასებენ: calciomercato — 6.5 ეს იყო მისი მორიგი სოლიდური თამაში. როდესაც უტევდნენ, ბურთს არ ატარებდა. პირველი ტაიმის ბოლოს შვედი ემილ ჰოლმის დარტყმული ხაზიდან გამოიტანა. pianetaempoli — 6.5 მან დან ნდოიეს მეურვებას კარგად გაართვა...

ემპოლი და საბა ინტერთან ვერას გახდნენ
ჩანაწერი

ემპოლი და საბა ინტერთან ვერას გახდნენ

„ინტერმა’’ საბა გოგლიჩიძის „ემპოლის’’ 3:1 მოუგო და ლიდერ „ნაპოლისთან’’ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. მილანელებს „აძურიზე’’ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „შავ-ლურჯებს’’ სერია A-ში ახლა ზედიზედ 15 თამაში არ წაუგიათ. რაც შეეხება „ემპოლის’’, ის 21 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-14 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნთა ზონას ანუ მე-18 ადგილს მხოლოდ ერთი ქულით აღემატება. გოგლიჩიძე თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო,...

გოგლიჩიძის უიღბლო დღე
ჩანაწერი

გოგლიჩიძის უიღბლო დღე

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ შინ 1:3 წააგო „ლეჩესთან’’. „ლეჩე’’ გასავარდნთა ზონიდან გამოძვრა და „ემპოლის’’ გაუტოლდა. მათ 20 ქილა აქვთ, თუმცა ხსენებულ ზონას მხოლოდ ორი ქულით აღემატებიან. „ემპოლიმ’’ ცუდად ითამაშა. ასეთ დროს ყველა ფეხბურთელი სცოდავს. გოგლიჩიძის თვალშისაცემი შეცდომა მეორე გოლის წინ აუტის დროს წამით შეფერხება იყო. გთავაზებთ იტალიური საიტების შეფასებებს. calciomercato — 5.0. მეორე გოლის დროს სერიოზული შეცდომა...

დაბრუნდებიან კვარა და პოლიტანო?
ჩანაწერი

დაბრუნდებიან კვარა და პოლიტანო?

„ნაპოლი’’ კვირა საღამოს „ვერონას’’ სამასპინძლოდ ემზადება. როგორც „ლა რეპუბლიკა’’ წერს, ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელების გზაზეა და დიდი ალბათობით შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა გარემარბმა „ფიორენტინასთან’’ წინა ტურის შეხვედრა კუნთის გადაღლის (მიპოათიის) გამო გამოტოვა. კვარაცხელია სავარაუდოდ თავის პოზიციას დაუბრუნდება, მის კონკურენტად მონათლული ბრაზილიელი დავიდ ნერეში კი კვლავ მარჯვნიდან ითამაშებს, სადაც ფლორენციაში კარგი დრიბლინგითა და ლამაზი გოლით...

ნერეშის ბრწყინვალე გოლი და MVP-დ აღიარება
ჩანაწერი

ნერეშის ბრწყინვალე გოლი და MVP-დ აღიარება

ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში „ნაპოლიმ’’ სტუმრად 3:0 მოუგო „ფიორენტინას’’. ანგარიში 29-ე წუთზე დავიდ ნერეშმა გახსნა. ბრაზილიელმა, რომელსაც კვარას კონკურენტად განიხილავენ ამ შეხვედრაში მატეო პოლიტანოს პოზიციაზე ითამაშა და შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი შეაგდო. 54-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ ანგარიში ზამბო ანგისას მოპოვებული პენალტით ორამდე გაზარდა, 73-ე წუთზე კი სკოტ მაკტომინეიმ თამაშს წერტილი დაუსვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნერეში დაასახელეს. მოგვიანებით...

სრულიად საკმარისი გოგლიჩიძე
ჩანაწერი

სრულიად საკმარისი გოგლიჩიძე

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ მოჯრით სამი მარცხის შემდეგ ვენეციაში ფრედ ითამაშა. სტუმართა მეკარის დევის ვასკესის უხეში შეცდომის გამო იოელ პოიანპალომ ვენეციელები მე-5 წუთზე დააწინაურა, მაგრამ სებასტიანო ესპოზიტომ 32-ე წუთზე გაქვითა. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე იტალიური და საერთაშორისო საიტის მოსაზრებას. მათ გოგლიჩიძის თამაში ასე შეაფასეს: calciomercato — 6.5 გოგლიჩიძე „ვენეციას’’ ფინელ თავდამსხმელ იოელ პოიანპალოს თავდაჯერებული მეურვეობდა. pianetaempoli — 6.0...

კვარას კუნთი დაღლია და არ იქნება
ჩანაწერი

კვარას კუნთი დაღლია და არ იქნება

„ნაპოლიმ’’ „ფიორენტინათან’’ შეხვედრის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო ფლორენციაში გუნდთან ერთად არ გაემგზავრებიან. კვარას (გუშინდელ) ვარჯიშზე კუნთის გადაღლა (მიოპათია) შეამჩნიეს, პოლიტანოს კი ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც მარცხენა ფეხზე სოლეუსის კუნთის გაჭიმვა აჩვენა. კლუბის ოფიციალურ განცხადებას წინ უძღოდა მწვრთნელის ანტონიო კონტეს პრეს-კონფერენცია. მან თქვა: „პოლიტანო განაცხადში არ გვეყოლება, რადგან მას პრობლემური კვირა ჰქონდა....

ხვიჩას სიჯიუტეს და კარში დარტყმას უწუნებენ
ჩანაწერი

ხვიჩას სიჯიუტეს და კარში დარტყმას უწუნებენ

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ’’ ჯაკომო რასპადორის გოლით „ვენეციას’’ 1:0 მოუგო. 18 ტურის შემდეგ ნეაპოლელებს და ბერგამოს „ატალანტას’’ 41 ქულა აქვთ. გატანილ და გაშვებულ გოლთა უკეთესი სხვაობის გამო ცხრილში პირველ ადგილზე „ატალანტაა’’. კვარაცხელიამ მოედანზე 75 წუთი დაჰყო. ქვემოთ გთავაზობთ შეფასებებს, რომლებიც ქართველ გარემარბს იტალიურმა საიტებმა დაუწერეს. calciomercato — 6.0 კვარაცხელიას საფირმო ნიშანი მიმართულების მოულოდნელი ცვლაა. ამ ხერხით ის...

როგორ შეაფასეს გოგლიჩიძის თამაში?
ჩანაწერი

როგორ შეაფასეს გოგლიჩიძის თამაში?

„ჯენოამ’’ წაუგებელი სვლა განაგრძო, საახალწლოდ სტუმრად დაამარცხა საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ – 2:1 და 18 ტურის შემდეგ გაუტოლდა კიდეც მას. ახლა ორივე გუნდს 19 ქულა აქვს და ცხრილში მე-12 და მე-13 ადგილებზე არიან. გოგლიჩიძე თავიდან კარგად თამაშობდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე, წამით მოადუნა ყურადღება, რასაც „ემპოლის’’ საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. იმავე ეპიზოდში, რამდენიმე წამში, საბამ...

სასტარტოში სავარაუდოდ კვარა და ნერეში იქნებიან
ჩანაწერი

სასტარტოში სავარაუდოდ კვარა და ნერეში იქნებიან

მატეო პოლიტანომ „ვენეციასთან’’ თამაშამდე ორი დღით ადრე „ნაპოლის’’ ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო. მიზეზი: გრიპი. შეძლებს თუ არა ანტონიო კონტეს შეუცვლელი მარჯვენა გარემარბი კვირის შეხვედრაში მონაწილეობას (ვარჯიში რომც განაახლოს) დღეს-ხვალ გაირკვევა, თუმცა ნეაპოლური მედია დაჟინებით წერს, რომ ეუსებიო დე ფრანჩესკოს გუნდის წინააღმდეგ პოლიტანოს ფრთაზე დავიდ ნერეში ითამაშებს, ხოლო მარცხნივ, ჩვეულ ადგილს, ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდება. ამის...