ჭდე: საქართველოს ძიუდოს ნაკრები

Home საქართველოს ძიუდოს ნაკრები
თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
ჩანაწერი

თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და ბრინჯაო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ოქრო ირგუნა და ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დახურა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე თუშიშვილმა ჯერ კვიპროსელი იანის ანტონინიუ დაამარცხა, შემდეგ თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს აჯობა, ნახევარფინალში კი, რუს ვალერი ენდოვიცკი იპონზე დააგდო. ილია...