ამ სეზონში „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი ვეღარ გახდება. ეს ოფიციალურად მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც კატალონიელებმა მშობლიურ „კამპ ნოუზე” „სელტასთან” 1:2 წააგეს. ანგარიში ლეო მესიმ თავური დარტყმით გახსნა, მაგრამ სანტი მინამ ორი გოლით უპასუხა. მასპინძლებმა მეორე ტაიმი პირველზე უარესად ჩაატარეს. მართალია, ისინი თამაშს მეტ-ნაკლებად მაინც აკონტროლებდნენ, მაგრამ როდესან კლემენტ ლენგლემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა,...
