საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს გაეჯიბრა და 32:26 დაამარცხა. სანდუ ფლორინ იაკუბის გაწვრთნილმა გუნდმა ცუდად დაიწყო და ორი ბურთით ჩამორჩა – 0:2, 1:3, 2:4… მეექვსე წუთზე კალანდაძემ გაათანაბრა. მეშვიდე წუთზე მეტოქე ერთხელაც გავიდა წინ 5:4 და… ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სრული უპირატესობა მოიპოვა და შესვენებამდე დარჩენილი [...]
