გამოჩენილ პიროვნებებზე ხშირად იქმნება ლეგენდები. ამ ლეგენდებს ხალხი ასაზრდოებს, მაგრამ არა როგორც ზღაპარში. ეს, თუ გნებავთ, თავისებური ფოლკლორული შემოქმედებაა, რომელიც ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა. რამდენი ლეგენდაა შექმნილი ქართველ სპორტსმენებზე… სხვადასხვა დროს მათი გმირები იყვნენ კანდელაკი, პაიჭაძე, ქორქია, მშვენიერაძე და სხვანი. ამ „ხალხურ შემოქმედებაში“ თავისი ადგილი და გამორჩეულიც, უკავია ქართული ფეხბურთის მშვენებას — ავთანდილ ღოღობერიძეს. ავთანდილ [...]
