რთულ დღეშია „პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე მატვეი საფონოვი. კლუბში ლუკა შევალიეს მიყვანამ ისედაც სათადარიგო მთლად სათამაშო წუთების გარეშე დატოვა და აგერ, პრაქტიკანაკლულმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, პერუსთან შეხვედრაში უხეში შეცდომა დაუშვა. მის გამო რუსებმა პეტერბურგში დიდი ხნის მონატრებულ საერთაშორისო შეხვედრაში ვერ გაიმარჯვეს, არადა 82-ე წუთამდე 1:0-ს იგებდნენ. ანგარიში მე-18 წუთზე „მონაკოს’’ ნახევარმცველმა ალექსანდრ გოლოვინმა გახსნა. მიუხედავად...
ჭდე: რუსეთის ნაკრები
რას შვრება ფიფა? მონდიალს შლის?
„სანი” წერს, რომ ფიფამ მთელი საფეხბურთო სამყარო რისკის ქვეშ დააყენა — ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2022 წლის მონდიალის ჩატარება შეიძლება სათუო გახდეს. ბედის ირონიაა: იმ დღეს, როდესაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გამოაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებს (თუკი შეხვდება) არც ერთ დონეზე, არც ერთ შეჯიბრებაში არ ეთამაშება, ფიფამ პუტინის გუნდი „ყატარი 2022″-დან არ მოხსნა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ...
უეფას უკბილო სანქცია რუსეთის წინააღმდეგ
ეს იყო მინიმუმი რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ. უეფამ რუსეთს ერთი თამაში ჩამოართვა და ჰგონია, რომ ეს საკმარისია. არანაირი სანქცია. არანაირი ბრალდება. რამდენიმე სენტიმენტალური სიტყვა ადამიანთა ტანჯვაზე და ამით დამთავრდა. განცხადება სულ ხუთი აბზაცისგან შედგებოდა. იქ საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის შეჭრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ „ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის სერიოზული ესკალაცია“ ეწოდეს. საცოდაობაა....
დანიამ სიკეთე ჩაიდინა!
კრისტიან ერიკსენმა დანიის ნაკრების მიერ რუსეთის ეროვნული გუნდის განადგურება ინსტაგრამში იზეიმა. ცხრა დღის წინ, როდესაც ფინელებთან შეხვედრის დროს ერიკსენს მოედანზე მცირე ხნით გული გაუჩერდა, ყველამ თქვა, რომ ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ თამაშია და ის არაფერია ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით. და ეს, რასაკვირველია, ჭეშმარიტებაა. წუხელ, როდესაც დანიელებმა B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთს 4:1 გადაუარეს, სამქულიან გუნდებს შორის...
ევროპა 13
სიახლე ფიფასგან: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა წლეულს 29 ნოემბერს გაიმართება. სად, ჯერ უცნობია. ევროპისთვის 13 ადგილია გამოყოფილი და ჩვენ უპირველესად სწორედ ევროპული ზონა გვაინტერესებს. ამ 13-ში სავარაუდოდ რუსები არ იქნებია… ევროპის 55 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება (5 ხუთგუნდიანი და 5 ექვსგუნდიანი). პირველადგილოსნები პირდაპირ გავლენ მუნდიალზე. დანარჩენი სამი ადგილი კი, აი, როგორ გათამაშდება: 10 მეორადგილოსანს...




