წილი ნაყარია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” ახალი მწვრთნელი ჰყავს — 47 წლის რუბენ ბარახა. ის 2000-2010 წლებში „ღამურების” ცენტრალური ნახევარმცველი იყო. საოცარია, რომ ძალიან ცოტა ხნის წინ კლუბის მეპატრონემ პიტერ ლიმმა და პრეზიდენტმა ლაიჰონ ჩანმა ჯენარო გატუზოს გაშვების შემდეგ მხსნელად დიდი ხმაურით მოიყვანეს ვორო, რომელსაც თითქოსდა სეზონის ბოლომდე დაუთმეს ასპარეზი, მაგრამ სინგაპურელებს თვალის დახამხამებაში შეეცვალათ გუნებ-განწყობა...
