„რეალმა” „ლევანტესთან” შინ დამარცხება (1:2) მოახერხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მდგომარეობა გაიუარესა. მადრიდელებმა ფაქტობრივად მთელი მატჩი ათი კაცით ითამაშეს — მე-9 წუთზე მილიტაომ სერხიო ლეონი ბოლო იმედის წესის დარღვევით წააქცია, რისთვისაც მსაჯმა დავიდ მედიე ხიმენესმა მოედნიდან გააძევა. ამ გაძევებამ ზინედინ ზიდანის არყოფნაში (კორონავირუსს ებრძვის) დავიდ ბეტონის მომზადებულ გუნდს დაღი დაასვა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოვლენები...
