ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ სიმონე ინძაგის „ინტერმა” დაამუხრუჭა. მას ორი ქულა თავისი ყოფილი ვარსკვლავის (2004-2013) სერბი დეიან სტანკოვიჩის „სამპდორიამ” დააკარგვინა — 0:0. 22-ე ტურის ეს შეხვედრა გენუაში, „ლუიჯი ფერარისის” სტადიონზე, იმავე მარასიზე (უბნის მიხედვით ასე ეძახიან) გაიმართა. იმ სანახაობიდან, რომელიც „ინტერმა” მოაწყო, ყველაზე თვალშისაცემი მისი ფეხბურთელების, ბელგიელი რომელუ ლუკაკუსა და ნიკოლო ბარელას წაჩხუბება იყო. რაღაცით...
ჭდე: რომელუ ლუკაკუ
თარსი ნომერი ჩელსიში
ზოგადად ფეხბურთში 9 ნომრიანი მაისურა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია, საუკეთესოა, მაგრამ „ჩელსიში”… აი, „ჩელსიში” 9 ნომერს სჯობს მოერიდო. საშიშია. ამ მაისურმა ბევრ გამოჩენილ თავდამსხმელს გაუფუჭა კარიერა. ზოგს ცხოვრებაც გაურთულა. „ჩელსის” 9 ნომრის ბოლო მსხვერპლი გახლავთ ბელგიელი რომელუ ლუკაკუ, რომელმაც „ლურჯების” გუნდში საშინელი სეზონი გაატარა და „ინტერში” გაიქცა. არადა, 97,5 მილიონ გირვანქად იყო ნაყიდი. „სტემფორდ ბრიჯზე” 9...
რომელუმ იცის რომელ გზას დაადგეს
„ჩელსიმ” და „ინტერმა” საერთო ენა გამონახეს — ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ იჯარით მილანში ბრუნდება. გარიგება ერთწლიანია. მისი საფასურია 7 მილიონი გირვანქა. 29 წლის ლუკაკუში ლონდონელებმა „ინტერს” სულ რაღაც 10 თვის წინ 97,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. ახალა, ოღონდ უკან დაბრუნებულიყო და 29 წლის ფორვარდმა ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებაზეც კი განაცხადა თანხმობა — 12 მილიონ ევროს (10,3 მილიონი...
ბენზემამ მოიგო თუ ლუკაკუმ წააგო?
ბრწყინვალე ქარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალმა“ „ჩელსის“ სტუმრად 3:1 მოუგო, მაგრამ… ნუთუ ეს რომელუ ლუკაუს ბრალი იყო? ბელგიელ თავდამსხმელს გვარიანი კრიტიკა შეხვდა. „ლივერპულის“ ყოფილმა ლეგენდამ, სატელევიზიო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა ეკრანიდან მოუწოდა, ნუ ფილოსოფოსობ, უბრალოდ გადი მოედანზე და კარგად ითამაშეო. მანვე თქვა, რომ სისულელეა, თითქოს ლუკაკუ „ჩელსიში“ კარგად იმიტომ ვერ თამაშობს,...
რომანის ბოლო შენაძენი და იუბილარი
„ჩელსი“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე ნახევარფინალში გავიდა. დასავლეთ ლონდონელებმა მიდლსბროში 2:0 მოიგეს. ანგარიში რომან აბრამოვიჩის ეპოქის ბოლო ძვირმა შენაძენმა, ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გახსნა, მეორე კი ჰაკიმ ზიეშმა შეაგდო, რომელსაც ამ დღეს 29 წელიწადი შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დამთავრებამდე მთელი ერთი საათი რჩებოდა, ზიეშის გოლის შემდეგ თამაშს წერტილი დაესვა. „ჩელსის“ მესამე გოლის შეგდებაც შეეძლო, მაგრამ...
რამ დაღალა ლუკაკუ?
„ჩელსიმ“ ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო. წუხელ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში მან „ლილს“ სძლია 2:0. კვირას დასავლეთ ლონდონელებს „კარაბაოს თასის“ ფინალი უწევთ „ლივერპულის“ წინააღმდეგ. „ლილთან“ „ლურჯების“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა არ ათამაშა ბელგიელი რომელუ ლუკაკუ. ლუკაკუს ადგილი კაი ჰავერცმა დაიკავა, რომელსაც პირველ 10 წუთში ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო. საბოლოოდ, ჰავერცი მე-8 წუთზე გატანილი ერთი გოლით...
ბერარდის ათიანები
დომენიკო ბერარდი მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელია, რომელიც 10 გოლზე და 10 საგოლე პასზე ავიდა. ორნიშნა რიცხვზე… ოღონდ, საუბარია ტოპ-ხუთეულის ჩემპიონატებზე. ბერარდი, როგორც იცით, „სასუოლოში“ თამაშობს, 27 წლისაა და საკლუბო ტიტული საერთოდ არ აქვს. სხვათა შორის, 20 წლის რომ იყო, „მილანს“ ერთ შეხვედრაში 4 გოლი გაუტანა… შარშან სერია A-ში მსგავსი მიღწევა ორ ფეხბურთელს ჰქონდა: რომელუ ლუკაკუსა...
კარში დააბრუნეთ კეპა!
კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში „ჩელსიმ“ საუდის არაბეთის გუნდ „ალ ჰაილის“ 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც 12 თებერვალს „პალმეირასს“ შეხვდება — ბრაზილიელებმა 2:0 სძლიეს ეგვიპტის „ალ აჰლის“. კაცმა რომ თქვას, ის, რომ ლონდონელები მეტოქეს დაამარცხებდნენ მოულოდნელი არ ყოფილა, როგორც ის, რომ იოლი გასეირნებაც არ ექნებოდათ. სწორედ ამიტომ მიიპყრო საყოველთაო ყურადღება „ლურჯების“ ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ,...
ტუხელი სულელი ხომ არ არის
თომას ტუხელის აზრით, როდესაც გუნდში ამდენი კოვიდინფიცირებული და დაშავებულია, ჩემპიონობაზე ფიქრი დიდი გულუბრყვილობაა. შინ, „ბრაიტონთან“ ნათამაშევი 1:1-ს გამო „ლურჯებმა“ ბურთი და მოედანი „მანჩესტერ სიტის“ დაუთმეს. არადა, რომელუ ლუკაკუს მიერ 28-ე წუთზე გატანილი გოლით ლონდონელები იგებდნენ. მათ სამწუხაროდ, დენი ველბეკმა 90+1 წუთზე გაქვითა. თუმცა, ტუხელის გუნდისთვის ყველაზე დიდი დარტყმა მაინც რის ჯეიმსის ტრავმა იყო. მან პირველ...
კონტემ სხვა ფეხბურთელად ჩამომაყალიბა
„ჩელსიში“ დაბრუნებული რომელუ ლუკაკუსგან ელიან, რომ ის პრემიერლიგაში გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს ვიდრე ბოლოს, იტალიაში წასვლამდე, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა. თავად ლუკაკუ დარწმუნებულია, რომ ასეც იქნება და მიზეზსაც ასახელებს — „ინტერში“ მას ანტონიო კონტე წვრთნიდა. კონტემ 28 წლის ფორვარდს განა მარტო საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა, არამედ ბევრი პრაქტიკული რამ ასწავლა. საინტერესო დამთხვევაა: ბელგიელი „ჩელსიში“ იმიტომ...









