დაირხა ხმა, რომ „ჩელსი” ახალ მეპატრონეს მალე იშოვის — დასავლეთ ლონდონელთა შეძენა NFL-ს ერთ-ერთი კლუბის მეპატრონეს სდომებია. ამერიკულ ბურთაობაში ჭიპმოჭრილი ბიზნესმენის მიერ ინგლისური ფეხბურთის კლუბის შეძენა იშვიათობა არ არის. გაიხსენეთ, გლეიზერების ოჯახი და „მანჩესტერ იუნაიტედი”. „იუნაიტედისა” რა მოგახსენოთ და 2020 წელს სუპერბოული სწორედ გლეიზერების „ტამპა ბეი ბუკანირსმა” მოიგო. „ლოს ანჯელეს რემსმა”, რომელიც „არსენალის” მეპატრონე სტენ...
