საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „ლაციოსთან’’ 1:2 წააგო. მატჩის შემდეგ ემპოლელთა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ პრეს-კონფერენციაზე შეხვედრა ასე შეაფასა: „ჩემმა ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს. მართალია, „ლაციომ’’ მეორე ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მაინც ასე ვიტყოდი: პირველ ტაიმში 1:0 უპირატესობა რომ შეგვენარჩუნებინა, თამაში სხვანაირად წარიმართებოდა. სამწუხაროდ, ზედ შესვენების წინ, მსაჯის მიერ წამატებულ მეოთხე წუთზე გოლის გაშვებამ მასპინძლები გამოაცოცხლა და რომაელმა...
