სამწვრთნელო ცვლილება მოხდა ეროვნულ ლიგა 2-ში მოთამაშე თბილისი „ლოკომოტივშიც“. მწვრთნელის თანამდებობა დატოვა გიორგი მინაშვილმა, მის ნაცვლად დედაქალაქურ კლუბს სათავეში რევაზ გოცირიძე ჩაუდგება. გოცირიძის ასისტენტებად ზურაბ მენთეშაშვილი, დავით ხიტირი და დაჩი ფოფხაძე იმუშავებენ, ხოლო მეკარეების მწვრთნელი ჯაბა სამსონია იქნება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში ცხრილში 11 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ ბოლო, მე-10 ადგილზეა.
ჭდე: რევაზ გოცირიძე
Home
რევაზ გოცირიძე
ჩანაწერი
06/07/2020 | 12:5519/05/2026 | 05:42დავთარი
კახური არომატით
13 წლის შემდეგ ქართულ საფეხბურთო ელიტაში ისევ გამოჩნდა კახური გუნდი. თანაც ისეთი, არავისთვის საჩუქარი რომ არ იქნება. კახელთაგან ბოლოს უმაღლეს ლიგაში 2006-07 წლების სეზონში თელავის „კახეთმა“ ითამაშა და სამარცხვინოდ გავარდა – 26 თამაშიდან 2 ფრე და 24 წაგება… ეს „თელავი“ კი აშკარად ამბიციური გუნდია. სულ ხუთი წელიწადია არსებობს და სიმაღლეებს სიმაღლეებზე იპყრობს. აი, ეროვნულ ლიგაშიც...

