ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ლევან კობიაშვილი კიდევ ოთხი წლით უხელმძღვანელებს. ეს ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. მოკლედ, პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ კობიაშვილია, რომელიც სფფ-ს 29 სუბიექტმა წარადგინა. კობიაშვილს, ცხადია ერთხმად, 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. 16 იანვარს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით...
