„ნაპოლი” სატრანსფერო ბაზარზე ჯერჯერობით მცველებს ეძებს. „პარტენოპეელთა” მენეჯერები „ტორინოდან” ალესანდრო ბონჯორნოს გადმოყვანას ცდილობენ. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს 28 წლის ესპანელი მარიო ერმესოც, რომელიც 2019 წლის შემდეგ „ატლეტიკოში” თამაშობს. და აი, მესამე ობიექტიც: 22 წლის ასევე ესპანელი რაფა მარინი. ის „რეალის” საკუთრებაა, მაგრამ „ლოს ბლანკოსის” რიგებში არ უთამაშია. მარინი 2023 წლიდან იჯარით „ალავესში” გამოდიოდა, სადაც 33...
