ბრაზილიაში მას „ო რაიოს” ანუ ელვას ეძახიან. და მართლაც, 18 წლის როდრიგო გოეშმა გუშინ სამშობლოდან შორს, ესპანეთის დედაქალაქშიც დაამტკიცა, რომ ელვაა — ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „გალათასარაის” კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა. „რეალმა” სტამბოლელებს 6:0 მოუგო. მერედა, როგორი ჰეთ-თრიქი იყო არ იკითხავთ? როდრიგომ ერთი გოლი მარცხენა ფეხით შეაგდო, ერთი მარჯვენათი და ერთიც თავურით. ამრიგად, ბრაზილიელი „რეალის” ისტორიაში გახდა...
ჭდე: რაული
მესამე რაულის და რუნის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგაში წუხელ ბევრი ისეთი მატჩი შედგა, „ზალცბურგი“-„გენკის“ შედეგიც კი ნაკლებად დააინტერესებდა ფეხბურთის გურმანს. არადა, დღის გმირი სწორედ ამ დაპირისპირებამ შვა. „ზალცბურგი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 1994 წელს მოხვდა და ახლა 25 წლის განმავლობაში ნაგროვები ემოცია ავსტრიელებმა ბელგიურ „გენკს“ ცუნამივით დაატეხეს თავს – 6:2. მასპინძლებმა სულ 13-ჯერ დაარტყეს ზუსტად კარის ჩარჩოში და აქედან პირველივე...
ჩემი მეგობარი კედელი
ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, არც სხვა ტიტულები და ჯილდოები აკლია და, რაც ყველაზე მთავარია – „რეალის“ ქომაგების ლეგენდა, კერპი გახდა. მადრიდულ კლუბში 7 ნომრით კრიშტიანუ რონალდუმაც იფრინა, მაგრამ ესპანელი გულშემატკივრებისთვის რაულ გონსალეს ბლანკო მაინც განსაკუთრებულ ფეხბურთელად რჩება. საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 4 წელი გავიდა, დღეს ის „სამეფო კლუბის“ აკადემიის მწვრთნელია და აქამდე განვლილი...
რაული, პოჩეტინიოს შეგირდი
ამ დღეებში „ტოტენჰემ ჰოთპურს” საგანგებო სტუმარი ჰყავს — მადრიდის „რეალის” ლეგენდა რაული, რომელიც ლონდონში მაურისიო პოჩეტინიოს მასტერკლასის სანახავად და მისგან მწვრთნელობის გაკვეთილების მისაღებად ჩავიდა. „რეალის”, „შალკეს” და ნიუ იორკის „კოსმოსის” ყოფილი ფეხბურთელი მწვრთნელობას აპირებს. მადრიდელებს გადაწყვეტილი აქვთ, მომავალი სეზონიდან რაულს თავიანთი სტრუქტურის ხუვენილ B გუნდი ანუ 18 წლამდელები ჩააბარონ. რაული ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამწვრთნელო კურსებზე...



