„ახლა ვხედავ, „ბენფიკაში” რა ბედნიერი ვყოფილვარ”, — თქვა მადრიდის „ატლეტიკოს” 20 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიქსმა BenficaPlay-თვის მიცემულ ინტერვიუში. პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ესპანეთის დედაქალაქში გასულ ზაფხულს გადაბარგდა. „ატლეტიკომ” მასში 126 მილიონი ევრო გადაიხადა. კონტრაქტის თანახმად ჟოაუ ფელიქსი „ვანდა მეტროპოლიტანოზე” 2026 წლამდე უნდა დარჩეს, მაგრამ უკვე ლისაბონში დაბრუნებაზე წუწუნებს. „ჩემი გეგმა ერთ მშვენიერ დღეს შინ დაბრუნება...
